05:14:53

Share |

ჯეჯელავა – ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებმა რეპეტიტორების გარეშე შეძლონ კარიერული წინსვლა

ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა რეპეტიტორების გარეშე შეძლონ კარიერული წინსვლა, - განაცხადა განათლების მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. მინისტრის თქმით, სამინისტროს სტრატეგიული გეგმა 2020 წლამდეა გაწერილი. 

„სკოლამდელ განათლებაში ძირითადი აქცენტი არის რეგულირება. პირველად გვაქვს კანონი სკოლამდელი განათლების შესახებ და ფაქტიურად პედაგოგის სტატუსი უბრუნდება აღმზრდელს. ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სკოლას, სკოლაში ვაპირებთ, რომ პროგრამა უფრო საინტერესო გახდეს, უფრო მისადაგებული დღევანდელი ახალგაზრდობის საჭიროებაზე, უნდა განვითარდეს თავისუფალი გაკვეთილების, ტექნოლოგიების გამოყენების ინიციატივა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება სკოლაში და ა.შ. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ რეპეტიტორის დახმარების გარეშე შეძლონ შემდგომი კარიერული განვითარება. უმაღლეს განათლებაში ჩვენი აქცენტი არის ცალსახად ინტერნაციონალური, ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა საერთაშორისო დონის დიპლომები უნდა მიიღონ საქართველოში“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მეტი ყურადღება მიექცევა პროფესიულ განათლებასაც.

„ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა პროფესიული პროგრამები, რომლებიც დასაქმების წინაპირობაა. დღეს ქვეყნის მასშტაბით 37 პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი სახელმწიფო სასწავლებელი ფუნქციონირებს“,– განაცხადა ჯეჯელავამ.



ფირნიშები

სხვა ამბები

კახეთში დაზიანებული გზების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად დაყრილმა ტექნიკურმა მარილმა, საავტომობილო გზები მნიშვნელოვნად დააზიანა, რის გამოც შეკეთების სამუშაოები დაიწყო.

დაწვრილებით  

სისხლის ახალი ანალიზი კიბოს ადგილმდებარეობას სიმპტომების გამოვლენამდე დაადგენს

კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა სისხლის ახალი ტესტი, სახელად CancerLocator განავითარა, რისი მეშვეობითაც სიმსივნის დადგენა სიმპტომების გამოვლენამდე მოხდება. კომპიუტერით მართვად ტესტს შეუძლია სხეულში იპოვოს ე.წ. ნაკვალევი, რომელიც კიბოს ადრეულ სტადიაში გააჩნია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 30.04.17
10:00-12:00
Partly cloudyfrom north-northeast13°C1.8m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast14°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
FairNNW16°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east20°C2.1m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Partly cloudy13°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30