11:14:23

ფირნიშები
Share |

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია სრულდება

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს, 18:00 საათზე სრულდება. რეგისტრაციას აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.ge; online.naec.ge). 

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ამის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 20 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა ან დამატება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულ ენაზე შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულ, სომხურ და ა.შ. ენებზე).

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამებს და უმაღლეს სასწავლებლებს, მათი არჩევა ან შეცვლა, აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.

ამ დროის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 37 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაციაც სრულდება.



სხვა ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. დაწვრილებით  

მძღოლს, რომელმაც სოფელ ბადიაურში ექვსი ადამიანი იმსხვერპლა 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა მძღოლს, რომელმაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი იმსხვერპლა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ტარიელ ჯამალაშვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 16.01.18
15:00-18:00
Partly cloudyfrom northeast-2°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-2°C0.3m/s
0mm
ოთხშაბათი 17.01.18 12:00-18:00
Partly cloudy-1°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast2°C1.1m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30