05:14:21

Share |

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 31 მარტს სრულდება

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 31 მარტს, 18:00 საათზე სრულდება. რეგისტრაციას აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.ge; online.naec.ge). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 32 500-მდე აბიტურიენტმა გაიარა. 

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ამის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 20 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა ან დამატება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულ ენაზე შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულ, სომხურ და ა.შ. ენებზე).

„ამ ეტაპის დასრულებისთანავე საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება. საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა თუ შეცვლის დრო აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ. ჩვენო აპლიკანტებო, აბიტურიენტებო, გთხოვთ კიდევ ერთხელ დეტალურად გაეცნოთ რეგისტრაციის ვადებსა და ინსტრუქციას“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უკვე გამოცემულია 2017 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“. ბეჭდური ვერსიის შეძენა შესაძლებელია პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში. ცნობარს ახლავს ცხრილი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას უმაღლესი სასწავლებლების მონაცემების,მინიჭებული კოეფიციენტების, დადგენილი კვოტების, სწავლების ფასისა და სხვა დეტალების შესახებ.





ფირნიშები

სხვა ამბები

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კარდიოლოგიის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ვეტერანთათვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

დაწვრილებით  

სეს: სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები აღინიშნება

„სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები აღინიშნება“,-ამის შესხებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და მუნიციპალიტეტებს წერილით მიმართა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 30.04.17
10:00-12:00
Partly cloudyfrom north-northeast13°C1.8m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast14°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
FairNNW16°C1.7m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east20°C2.1m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Partly cloudy13°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 29 30 31