17:21:36

ფირნიშები
Share |

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს სახელმწიფოს სრული დაფინანსებით შეუძლიათ დაეუფლონ სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა, საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში 8 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. წელს პირველად, აპლიკანტებს საშუალება აქვთ ასევე გამოიყენონ ელექტრონული რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ ერთზე მეტ პროგრამაზე.

რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge).

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.

გასული წლის მსგავსად, 2017 წლის საგაზაფხულო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.



სხვა ამბები

საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტომის შედეგად ლაგოდეხში მამაკაცი დაიღუპა

ლაგოდეხის რაიონში, საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადახტომის შედეგად 37 წლის მამაკაცი დაიღუპა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კლინიკა „კელაპტრის“ ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა გივი ლობჟანიძემ უთხრა, პაციენტი საავადმყოფოში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და აგრესიული იყო.

დაწვრილებით  

სომალიში შიმშილით ორ დღეში 110 ადამიანი დაიღუპა

სომალის სამხრეთ რეგიონში, ბოლო ორ დღეში შიმშილისგან დაახლოებით 110 ადამიანი დაიღუპა. შიმშილობა გვალვით არის გამოწვეული. სუფთა სასმელი წყლის არარსებობა ქოლერას გავრცელების რისკს ზრდის. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 18.11.17
22:00-00:00
Fairfrom west-southwest5°C1.5m/s
0mm
კვირა 19.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east13°C0.2m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southwest12°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28 29 30 31