13:58:26

ფირნიშები
Share |

უფასოდ სწავლის საშუალება მიეცემათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც რეალურად სწავლობენ - ჯეჯელავა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, ე.წ. უფასო ფაკულტეტების დაფინანსებასთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სტუდენტმა გარკვეულ დონეზე უნდა ისწავლოს, რომ ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ადგილი შეინარჩუნოს.

„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში უფასო ფაკულტეტები გარდა იმ ხალხისა, ვისაც კონკრეტულად ამ მიმართულებით უნდა პროფესიის შეძენა, გახდა ნავსაყუდელი იმ ადამიანებისთვისაც, ვინც სხვაგან ვერ ჩააბარა და მხოლოდ ამიტომ გადაწყვიტა ამ ფაკულტეტების არჩევა. აკადემიური მოსწრება ხშირ შემთხვევაში უფასო ფაკულტეტებზე არის საკმაოდ დაბალი, ჩემი სურვილია, უფასო სწავლა აკადემიურ მოსწრებასთან იყოს დაკავშირებული, უფასო ფაკულტეტი კარგია იმ შემთხვევაში, თუ რეალურად სწავლობ და იძენ პროფესიას. მე ვარ მომხრე, რომ რაოდენობრივი კვოტები შემცირდეს, უფასო ფაკულტეტების იდეას ვემხრობი. ვფიქრობ, სპეციალობების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც, მაგრამ თითოეულზე უფასოდ სწავლის საშუალება მიეცემათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც რეალურად სწავლობენ და ნამდვილად დებენ შედეგს“,- განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებისთვის ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი ცნობილი გახდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად სტუდენტებს სწავლა უფასოდ 21 ფაკულტეტზე შეუძლიათ.



სხვა ამბები

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება, - ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. გიორგი ბახტურიძის თქმით, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი წელიწადში დაახლოებით 11 000 ადამიანს შეადგენს. აქედან დაახლოებით 3 000 პირი თამბაქოს მეორადი კვამლის შედეგად იღუპება. დაწვრილებით  

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 24.09.17
18:00-00:00
Partly cloudyfrom east22°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 25.09.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast21°C1.6m/s
1.4mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C2.4m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 10:00-16:00
Rainfrom east11°C1.7m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 22 23 24 25 26
27 28 29 30 31