00:12:19

ფირნიშები
Share |

სკოლებში სანიტარული ნორმების დარღვევასთან სერიოზული ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული - ჯეჯელავა

სკოლებში სანიტარული ნორმების დარღვევასთან სერიოზული ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისივე თქმით, სანიტარული ნორმების დაუცველობის გამო, ავტორიზაცია 7-8 სკოლას გაუუქმდა.

„საჯარო სკოლების მიმართაც აქვთ შენიშვნები მშობლებს, ისევე როგორც კერძო სკოლების მიმართ. თუ სკოლა არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, მიუხედავად იმისა, კერძოა თუ საჯარო, ის არ უნდა დარჩეს ამ სახით. სანიტარული ნორმების გაუმჯობესებაზე მუდმივად ვზრუნავთ და ამ წლის განმავლობაში 7-8 სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია, რომელიც არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ჩვენ უნდა მოგვმართოს მშობელმა და გვაქვს ყველანაირი ბერკეტი, რომ ვიმოქმედოთ აქტიურად“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

რაც შეეხება სახალხო დამცველის რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ მთავრობამ სკოლებში სასმელი წყლის ხარისხსის გაუმჯობესებაზე იზრუნოს, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ამ მიმართულებითაც უწყება უკვე დიდი ხანია მუშაობს.

„აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს არის იმ სოფლების წყალი, რომლებიც უვარგისია დასალევად, ანუ ბავშვები სახლებშიც იმ წყალს სვამენ, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებს. პრობლემა გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე სკოლაში ხდება. ჩვენ ვმუშაობთ. ბევრ სკოლაში სიტუაცია უკვე გამოსწორდა და სადაც არ გამოსწორებულა, აუცილებლად გამოსწორდება. ვმუშაობთ წყლის დაგროვებისა და დასუფთავების მექანიზმზე ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



სხვა ამბები

„ლიკანისა“ და „ბორჯომის“ ფალსიფიცირების ბრალდებით ერთი პირი პასუხისგებაში მიცეს

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი სასმელების ჩამოსასხმელი დანადგარები და რეალიზაციის მიზნით, სისტემატურად ახდენდა ქართული მინერალური წყლების, „ბორჯომისა“ და „ლიკანის“ ფალსიფიკაციას.

დაწვრილებით  

სოფელ ხაშმში მცხოვრები ომის ვეტერანი ალექსანდრე ყვარელაშვილი 100 წლის გახდა

საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ალექსანდრე ყვარელაშვილი 100 წლის გახდა. ომის ვეტერანს იუბილე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირქტორმა ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირადად მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.06.17
04:00-06:00
Clear skyNNW17°C1.3m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-northwest17°C1.8m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky24°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C1.5m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast24°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31