19:40:45

ფირნიშები
Share |

8 მარტიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება

საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. წელს სკოლებში სააღდგომო არდადეგები აღარ იქნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულზე სკოლებიც ისევე დაისვენებენ, როგორც სხვა სამსახურები: წითელ პარასკევს - 14 აპრილს და ორშაბათს - 17 აპრილს.

რაც შეეხება საზაფხულო არდადეგებს, ის 15 ივნისს დაიწყება და 3 თვე, 15 სექტემბრამდე, გასტანს.

იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი დაემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრება 15 ივნისის წინა პარასკევი.

პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის - 20 მაისს.



სხვა ამბები

თბილისში მოკლე მარშუტებზე მიკროავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებით, თბილისში, მოკლე მანძილებზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდება მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს და დღეიდან 40 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება, ხოლო 80-თეთრიან ტარიფი არ შეიცვლება.

დაწვრილებით  

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება, - ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. გიორგი ბახტურიძის თქმით, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი წელიწადში დაახლოებით 11 000 ადამიანს შეადგენს. აქედან დაახლოებით 3 000 პირი თამბაქოს მეორადი კვამლის შედეგად იღუპება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 18.02.18 12:00-18:00
Rainfrom southwest3°C1.2m/s
2.2mm
ორშაბათი 19.02.18 12:00-18:00
Cloudyfrom southeast1°C0.9m/s
0mm
სამშაბათი 20.02.18 10:00-16:00
Cloudyfrom south-southwest1°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31