15:01:11

ფირნიშები
Share |

განათლების სამინისტრო სკოლებში თავისუფალი გაკვეთილების დაფინანსებას იწყებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში თავისუფალი გაკვეთილების პროექტს იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.

თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს - მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან, არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას და მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობის და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს.

აქტივობებისთვის, პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები:

  • სპორტული აქტივობები
  • წიგნიერების განვითარება
  • კულტურა/ხელოვნება
  • ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები

თავისუფალი გაკვეთილები დაფინანსდება სამინისტროს მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, რომლის მიმღები იქნება სკოლა. ერთ სკოლაზე გაცემული გრანტის მაქსიმალური ოდენობა არაუმეტეს 3 000 ლარს შეადგენს, რომელიც განაწილდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურებაზე, დირექცია/ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებასა და პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსებზე.

2017 წელს თავისუფალ გაკვეთილებში ჩართულები იქნებიან  VII-VIII კლასის მოსწავლეები. სპორტული მიმართულების ფარგლებში წარმოდგენილ პროექტებში აქტივობები გაწერილი  უნდა იყოს არაუმეტეს 40 საათზე, ხოლო დანარჩენ  მიმართულებებში - არაუმეტეს 20-20 საათისა.



სხვა ამბები

2016 წელს კახეთში 1 936 ქორწინების და 676 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა

2016 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13,9 %-ით შემცირდა და 25 101 შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სულ 9 539 განქორწინება დაფიქსირდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,7 %-ით მეტია. გასულ წელს კახეთის რეგიონში 1 936 ქორწინების და 676 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა.

დაწვრილებით  

ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 20.01.18
19:00-00:00
Fair1°C0.6m/s
0mm
კვირა 21.01.18 12:00-18:00
Fairfrom northeast6°C0.2m/s
0mm
ორშაბათი 22.01.18 12:00-18:00
Cloudyfrom east-northeast8°C1.2m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest6°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31