00:34:58

ფირნიშები
Share |

ქართველმა მკვლევარმა ნუცა კობახიძემ გეილ კელის სახელობის ჯილდო მიიღო

ნუცა კობახიძე პირველი ქართველია, ვინც განათლების სფეროში გეილ კელის (Gail P. Kelly) სახელობის საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდო მიიღო. ქართველი მკვლევარის სადოქტორო დისერტაცია 2016 წლის საუკეთესო დისერტაციად დასახელდა.

გეილ კელის ჯილდოს ნუცა კობახიძეს აშშ-ის საერთაშორისო და შედარებითი განათლების საზოგადოების (Comparative and International Education Society - CIES) კომისია გადასცემს, რომელიც ხუთი ქვეყნის წარმომადგენელი ცნობილი მეცნიერებისაგან შედგება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 1994 წლიდან ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ინგლისურ ენაზე შესრულებულ სადოქტორო დისერტაციას, რომელიც სოციალური სამართლიანობაისა და თანასწორობის თემებს ეხება.

„შერჩევის კრიტერიუმებს შორის არის აკადემიური წარჩინება, ორიგინალურობა, მეცნიერული სიახლე, კვლევის მეთოდოლოგიის სიზუსტე და დარგის განვითარებაში შეტანილი თეორიული წვლილი. ნუცა კობახიძემ სადოქტორო დისერტაცია 2016 წელს ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე დაიცვა, სადაც შემდგომში განაგრძო მუშაობა“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

მკვლევარს ჯილდოს ოფიციალურად 7 მარტს გადაეცემა, საერთაშორისო და შედარებითი განათლების საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში გაიმართება.



სხვა ამბები

თბილისში მამამ 24 წლის შვილი მოკლა

ორთაჭალაში, ბერძენის ქუჩაზე, მამამ 24 წლის შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა ოჯახის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მამაკაცმა შვილს შელაპარაკების გამო ესროლა. დაწვრილებით  

თბილისის მერიის სახელის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 14.12.17
05:00-06:00
Fairfrom east-northeast1°C0.3m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom north-northeast0°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom southeast4°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom southwest2°C0.7m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast4°C1.3m/s
0mm
შაბათი 16.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.9m/s
0mm
კვირა 17.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31