14:51:24

ფირნიშები
Share |

ხუთი ქართველი მოსწავლე NASA-ში გაემგზავრება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“, კონკურსში გამარჯვებული სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის გუნდი „სმართ ქიდს“ გახდა. ნათია შამათავა, დეა ჩიტაია, ალექსი ტყებუჩავა, ლიკა კოკაია და გვანცა ჩიქოვანი NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან.

პროექტი „გეოლოგიური საფრთხეები“ წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისთვის. მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად გამოყენებულია ჰოლის ეფექტზე დამყარებული მეთოდი. შედეგად, მიღებულია მაღალი მგრძნობელობა, სიზუსტე და საიმედოობა. ასეთი სისტემის აწყობა, წარმოება და დანერგვა საქართველოში მარტივად შესაძლებელია, რაც ცხადია, ხარჯეფექტიანია სახელმწიფოსთვის.

წელს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე ორი გუნდი გავიდა - „ბორჯღალმობილი“ პროექტით „მთვარის როვერის ძრავა“ და „17“.  

კონკურსის მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა „ძმები ბუთბაიები“, პროექტით „ოპტიმიზირებული პარკინგის სისტემა - Smart Parking”. 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და ჯამში 240 გუნდს აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს მასშტაბით. კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. წელს, კონკურსის მეგობარი გახდა კომპანია ჯეოსელი.





სხვა ამბები

ვეტერანებისთვის ზედმეტად გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდია ლეგალიზებას დაექვემდებარა

2013 წლის 1-ლი სექტემბრის შემდგომ ვეტერანთა გარკვეულ ნაწილს საყოფაცხოვრებო სუბსიდია ზედმეტად ერიცხებოდა, რასაც ახლდა ადმინსტრაციული და სასამართლო წარმოებების მიმდინარეობა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის უკან დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული პროცესი მძიმე ტვირთად დააწვა ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს.

დაწვრილებით  

ქუთაისში 18 წლის გოგოს გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

18 წლის გოგოს გარდაცვალებაში ოჯახი ქუთაისის კლინიკა „უნიქალმედის“ექიმებს ადანაშაულებს. მშობლების თქმით, გოგონა სახლში უგონო მდგომარეობაში ნახეს, სასწრაფო დახმარებამ ის ჯერ ჭიათურაში, მოგვიანებით კი რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანა. მათივე განცხადებით, ექიმები ამტკიცებდნენ, რომ გოგონას თვითმკვლელობის მიზნით წამლები ჰქონდა მიღებული, რასაც ოჯახის წევრები არ ადასტურებენ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 17.01.18
19:00-00:00
Partly cloudyfrom west-3°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast2°C1.5m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest8°C0.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest2°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27