03:47:27

ფირნიშები
Share |

თბილისის მერია სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად 1-ლი მარტიდან საბუთების მიღებას იწყებს

სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, 1 მარტიდან საბუთების მიღებას იწყებს.

მერიის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ქულაზე ნაკლებია. განმცხადებლები უნდა სწავლობდნენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ, აკრედიტებულ, სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.

„წელს, პირველად დოქტორანტურის სტუდენტები პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიისგან დაფინანსებას მიიღებენ. ახალი წესის შესაბამისად მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სასწავლო გრანტის ფარგლებში 50%- დან 100%-მდე დაფინანსდებიან“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
  • უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
  • I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა;
  • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
  • სამოტივაციო წერილი;

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსებისთვის განცხადებები მიიღება 31 მაისის ჩათვლით (მის: შარტავას ქ. N7).



სხვა ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

21 მარტიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით. გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო. დაწვრილებით  

ბათუმში გამართული აქციის 40-მდე მონაწილე დაკავებულია - შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი  მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში გამართული აქციის მონაწილე დაახლოებით 40 ადამიანი დაკავებულია და მინდინარეობს პიროვნებების იდენტიფიკაცია. მღებრიშვილმა მომხდარი ვანდალურ აქტად შეაფასა და პირობა დადო, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 19.01.18
08:00-12:00
Cloudyfrom west-southwest0°C2.5m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom west7°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest3°C2.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 12:00-18:00
Fairfrom south-southeast5°C0.7m/s
0mm
კვირა 21.01.18 12:00-18:00
Fairfrom north6°C0.5m/s
0mm
ორშაბათი 22.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-northeast6°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 24 25 26
27 28