14:50:20

ფირნიშები
Share |

პედაგოგის მიერ საგნის ცოდნა არ ნიშნავს რომ ის კარგი პედაგოგია - ალექსანდრე ჯეჯელავა

ვიცე-პერემიერისა და განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებელთა შეფასება სხვადასხვა კომპონენტით მოხდება. მინისტრის განმარტებით, საგნის ცოდნის კომპეტენციის გარდა, მასწავლებლებმა უნდა დაადასტუროს კომპეტენცია პედაგოგიურ უნარებშიც.

მასწავლებელთა კვალიფიკაციის შეფასების ახალი სქემის შესახებ ალექანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მისი თმით, ახალი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია გაკვეთილზე მშობლების დასწრება.

„ჩვენი მასწავლებლის ახალი სქემა აგებულია მეტი კომპონენტით შემოწმებაზე. იმის თქმა, რომ ადამიანმა, რომელმაც იცის ქიმია ეს ნიშნავს, რომ ეს არის კარგი პედაგოგი, ეს არასაკმარისი შეფასებაა. ამიტომ ჩვენ გვინდა, ეს სქემა შედგებოდეს სხვადასხვა კომპონენტებისგან. ქიმია არსად წასულა, რა თქმა უნდა. ქიმიის მასწავლებელმა ამ კომპონენტში კომპეტენცია უნდა დაადასტუროს. თუმცა, მან ასევე უნდა დაადასტუროს კომპეტენცია პედაგოგიურ უნარებში და რაც მთავარია, არცერთი გამოცდა არ მოგვცემს ჩვენ საშაუალებას დავრწმუნდეთ, რომ პედაგოგი კარგ გაკვეთილს ატარებს, გარდა თვით გაკვეთილის ჩატარებისა, ამიტომ მშობლებთან კომუნიკაცია და კოლეგების დასწრება გაკვეთილზე არის ამ ახალი სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მასწავლებელთა ტესტირება არ გაუქმდება და მას „გამოცდის“ ნაცვლად „კომპეტენციის დადასტურება“ ეწოდება.

„ტესტირება იქნება შენარჩუნებული. უბრალოდ, ტესტირებას ბარიერი აღარ აქვს. პირველ რიგში, სიტყვა „გამოცდა“ შეიცვალა სიტყვით „კომპეტენციის დადასტურება“, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია პედაგოგების მიმართ პატივისცემის თვალსაზრისით. ადამიანი, რომელიც ცხოვრებამ გამოსცადა 30 წლის განმავლობაში, შემდგომ გამოცდას ჩვენგან არ საჭიროებს. ტესტები არის. კომპეტენციის დადასტურება არის, თუმცა ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი მთლიანი სისტემის“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.



სხვა ამბები

გიორგი თარგამაძის მეუღლის კომპანიას სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადაეცა

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 თებერვლის განკარგულებით შპს GOLDEN GRAINS-ს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა მცხეთაში, სოფელ აღდგომიანთკარში მდებარე 3877 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2436 კვ.მ შენობა-ნაგებობა. ამ საწარმოს მფლობელები არიან თურქეთის 2 მოქალაქე და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის გიორგი თარგამაძის მეუღლე თათია თოფურია.

დაწვრილებით  

მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა - პროკურორი

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორების ინფორმაციით, ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ ისინი დაწყევლა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 17.01.18
19:00-00:00
Partly cloudyfrom west-3°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast2°C1.5m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest8°C0.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest2°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 24 25 26
27 28