08:41:36

Share |

19 წლის ელენე მაჩაიძემ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სრული დაფინანსება მოიპოვა

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, 19 წლის ელენე მაჩაიძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT) ჩაირიცხა. ელენეს განათლება 60 000 დოლარამდე ჯდება და მთლიან ხარჯს ამერიკული უნივერსიტეტი დაფარავს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელენე მაჩაიძემ TOEFL- ის ტესტში 120-დან 106 ქულა მიიღო; SAT -ის ტესტში, რომლის ქულასაც ამერიკული ელიტარული უნივერსიტეტები მიღების დროს დიდ ყურადღებას ანიჭებენ, 1600-დან 1490; SAT-ის მათემატიკის ტესტში 800-დან 800 და ფიზიკაში 800-იდან 770 ქულა მიიღო.

„ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც კომაროვის სკოლის მოსწავლე მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ირიცხება. გიორგი ცხადაძე და დიმიტრი ცხოვრებაძე უკვე მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. ინსტიტუტი ცნობილია სხვა სფეროებითაც, მათ შორის, მენეჯმენტის, ეკონომიკის, ლინგვისტიკის, ფილოსოფიის მიმართულებით.



ფირნიშები

სხვა ამბები

ევროპის უძველესი პაგანები: ეთნიკური მარიელების ცხოვრება უღრან ტყეში - The Guardian [Photos]

პაგანიზმი (Paganus - ლათ: სოფლის მცხოვრები) მრავალღმერთიული ხალხური რელიგიური ტრადიციებია, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ხალხი დღესაც მისდევს. ფოტოჟურნალისტმა იკურუ კუვაძიმამ რუსეთის ფედერაციაში არსებულ მარი-ელის რესპუბლიკაში ერთი წლის განმავლობაში იმოგზაურა და თითქმის ყველაფერი გაიგო ეთნიკურ მარიელთა პაგანისტურ რელიგიასა და კუდიანობაზეც კი. დაწვრილებით  

საპროტესტო აქციაზე მოწყობილი აფეთქების შედეგად პაკისტანში 13 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა პაკისტანის ქალაქ ლაჰორში საპროტესტო აქციაზე მოწყობილი ძლიერი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც დაუდგენელი პირი დემონსტრანტებში მოტოციკლით შეიჭრა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 27.03.17
16:00-19:00
Rainfrom east14°C2.0m/s
1.8mm
19:00-01:00
Rain showersNNW9°C3.6m/s
1.7mm
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28