14:51:04

ფირნიშები
Share |

თელავის მე-4 სკოლის მასწავლებელს მე-7 კლასში გაკვეთილის ჩატარება აეკრძალა

თელავის N4 საჯარო სკოლის მასწავლებელს, რომელსაც მე-7 კლასის მოსწავლე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს, აღნიშნულ კლასში გაკვეთილის ჩატარება აეკრძალა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორმა ეკატერინე გიგიტელაშვილმა განუცხადა, დისიპლინური საბჭოს გადაწყვეტილებით, პედაგოგმა მკაცრი საყვედურიც მიიღო.

„სადისციპლინო საბჭომ აღნიშნულ პედაგოგს გამოუცხადა მკაცრი საყვედური და ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს მასწავლებელი გოგონას კლასიდან გამოვა. ცვლილება აისახება სასწავლო გეგმაში. ამ საკითხს დღესვე განიხილავს სკოლის სამეურვეო საბჭო“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორმა.

ეკატერინე გიგიტელაშვილის ინფორმაციით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გოგონა პედაგოგის მიერ დაწერილ ნიშანს არ დაეთანხმა. მოსწავლის მშობლის თქმით, მასწავლებელი გოგონას თანაკლასელებს ეუბნება, რომ „მისი ბებია ბაზარში ჩუსტებს ყიდის და მასთან არ იმეგობრონ“, რის გამოც 12 წლის გოგონა გაკვეთილებს აღარ ესწრებოდა.



 

სხვა ამბები

8 ავღანელი პოლიციელი მათივე ორმა თანამებრძოლმა მოკლა

ავღანეთის პოლიციის უსაფრთხოების ძალების 8 ჯარისკაცი ზაბულის პროვინციაში მდებარე სამხედრო საგუშაგოზე მათი ორი თანამებრძოლის მიერ 10 მარტს ატეხილი სროლის შედეგად დაიღუპა. დაწვრილებით  

2017 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის კვლავ 64-ე ადგილზეა

2017 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, რომელსაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს, საქართველო 180 ქვეყანას შორის 27.76 ქულით წინა წლის მსგავსად 64-ე ადგილზეა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს მედიაგარემოს გაუმჯობესება მოხდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 17.01.18
19:00-00:00
Partly cloudyfrom west-3°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast2°C1.5m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest8°C0.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest2°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28