08:42:02

Share |

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

2016 სასწავლო წელს, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსი 200-მდე სტუდენტს შეუჩერდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო კახაშვილმა განუცხადა, სტუდენტებს სტატუსის აღდგენა 5 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

კახაშვილის განმარტებით, სტუდენტებს სტატუსი მხოლოდ ფინანსური დავალიანების მიზეზით არ შეჩერებიათ.

„უნივერსიტეტი არ აწარმოებს სტატისტიკას ვის რა მიზეზით შეუწყდა სტატუსი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ სტუდენტების უმრავლესობამ სტატუსი ოჯახური მდგომარეობის გამო შეიჩერა. მაგალითად, ზოგი ბავშვს ელოდება, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და აშ. რაც შეხება ფინანსურ პრობლემებს, ჩემი ინფორმაციით, ამ მიზეზით სტუდენტების მცირე ნაწილი ვერ აგრძელებს სწავლას. თელავის უნივერსიტეტს აქვს სწავლის საფასურის გადახდის ძალიან მოქნილი სისტემა. სტუდენტებს თანხის ჩარიცხვა წლის განმავლობაში ოთხჯერ შეუძლიათ, რაც ნაკლებ პრობლემებს უქმნის სტუდენტებს“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო კახაშვილმა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატისტიკური მონაცემებით, საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დინამიკა ბოლო წლების მიხედვით ასეთია: 2016-2017 სასწავლო წელი - 271 სტუდენტი, 2015-2016 სასწავლო წელი – 227 სტუდენტი, 2014-2015 სასწავლო წელი  – 178 სტუდენტი, 2013-2014 სასწავლო წელი – 258 სტუდენტი.



ფირნიშები

სხვა ამბები

პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. ილია მეორე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა. ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქის გერმანიაში გამგზავრება ტემპერატურის აწევამ დააჩქარა.

დაწვრილებით  

სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

2 თებერვლიდან სადგურის მოედანიდან აეროპორტის მიმართულებით, N37 მარშრუტზე 10 ახალი ავტობუსი ივლის. აღნიშნულ მარშრუტზე აღდგება ღამის რეისებიც. 23:00-დან დილის 7:00 საათამდე პერიოდში პირველ ეტაპზე 90-წუთიანი ინტერვალით თითო ლურჯი ავტობუსი იმუშავებს. მგზავრობის საფასური 50 თეთრი იქნება. ასევე, ძალაში დარჩება მერიის მიერ დაწესებული შეღავათებიც.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 27.03.17
16:00-19:00
Rainfrom east14°C2.0m/s
1.8mm
19:00-01:00
Rain showersNNW9°C3.6m/s
1.7mm
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C5.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.3m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28