04:13:26

ფირნიშები
Share |

საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლას სთავაზობენ

საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი სვენტიცკიმ აბიტურიენტებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების პირობები გააცნო. სვენტიცკის განცხადებით, აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ ნებისმიერი უნივერსიტეტი რუსეთის 500 უმაღლესი სასწავლებლიდან და მოიპოვონ დაფინანსება. მისივე თქმით, წელს საქართველოდან აბიტურიენტებისთვის 120 ადგილია გამოყოფილი.

სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ნიკოლაი სვენტიცკიმ დეტალურად ახსნა, თუ როგორ უნდა წარადგინონ განაცხადი რუსეთში უმაღლესი განათლების მიღების მსურველებმა საქართველოდან. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 თებერვალი.

საწყის ეტაპზე, აბიტურიენტი უნდა დარეგისტრირდეს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც მისი პერსონალური გვერდი იქმნება. აუცილებელია პირადი მონაცემების ანკეტის შევსება, სასურველი ფაკულტეტის მითითება, ინფორმაცია მიღწევების შესახებ და რუსეთში უმაღლესი განათლების მიღების მოტივაცია.  ამის შემდეგ აბიტურიენტს მიიწვევენ თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში, სადაც მის განაცხადს შესარჩევი კომისია განიხილავს. თუ პრეტენდენტი წარმატებით გაივლის გასაუბრებას კონკრეტული სპეციალობების მითითებით კვოტებთან შესაბამისობაში, ის „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ვებ-გვერდზე აუცილებლად უნდა ჩაეწეროს კანდიდატების დოსიეში, წარადგინოს დამატებითი დოკუმენტები და გაგზავნოს ისინი შესამოწმებლად.

საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აბიტურიენტს ელექტრონული ფოსტით ერთი ან ორი თვის განმავლობაში აცნობებენ. თუ აბიტურიენტი უარს მიიღებს, მას შეუძლია კვლავ შეიტანოს განაცხადი, ოღონდ უკვე ფასიან სწავლებაზე.

ნიკოლაი სვენტიცკის განმარტებით, ბევრი უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტებს საერთო საცხოვრებლებს სთავაზობს. მისივე თქმით, ქართველი აბიტურიენტები  უფასოდ იღებენ სასწავლო ვიზას.

სვენტიცკიმ  აბიტურიენტებვს მოუწოდა, არ ენდონ იმ ადამიანებს, ვინც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვაში დახმარებას პირდებიან.



სხვა ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება

23 მაისიდან, ყაზახური ავიაკომპანია SCAT-ი ქუთაისის აეროპორტიდან შეასრულებს პირდაპირ ავიარეისებს ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მიმართულებით. რეისები კვირაში 2-ჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ინფორმაციას ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.

დაწვრილებით  

IRI-ის კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია 88%-ით ლიდერობს

IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ეკლესიის საქმიანობა მოსწონს. უფრო კონკრეტულად, შესაბამის რეიტინგში ეკლესია 88 %-ით ლიდერობს. რეიტინგში მეორე ადგილი - 86 %-ით უკავია ქართულ არმიას, მესამე კი 74 %-ით ქართულ მედიას. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 24.10.17
08:00-12:00
Cloudyfrom west-northwest9°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast11°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest10°C1.2m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 12:00-18:00
Fairfrom west-northwest19°C0.2m/s
0mm
პარასკევი 27.10.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-southeast11°C1.0m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28