23:17:53

ფირნიშები
Share |

გამოცხადდა კონკურსი „სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში 2017-2018“

„სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“ მიზნად ისახავს 50 ქართველი სტუდენტის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

პროგრამის ფარგლებში სწავლის გაგრძელება შესაძლებელია შემდეგ მიმართულებებზე: STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა), სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, სამედიცინო, სპორტისა და ხელოვნების დარგები.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, შერჩეული აპლიკანტები 2017-2018 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები და უმაღლესი სკოლები), უზრუნველყოფილნი იქნებიან საერთო საცხოვრებლით ან გამოეყოფათ საცხოვრებელი ფართის ქირის ასანაზღაურებელი ხარჯი, ყოველთვიური სტიპენდიით, გაეწევათ სამედიცინო მომსახურება.

ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ელექტრონულ სააპლიკაციო სისტემაში წარმატებით ატვირთული აპლიკაციები განსახილველად და წინასწარი შერჩევისთვის გადაეცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს. აპლიკაციებს განიხილავს და შეაფასებს ცენტრის საერთაშორისო კომისია. საერთაშორისო საკონკურსო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ კონკურსანტების აპლიკაციებს, რომლებიც ატვირთავენ აპლიკაციებს განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ გვერდზეც. საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტზე ნომინირებული აპლიკანტები გაეცნობიან 2017 წლის ივნისის ბოლოს. აპლიკანტებმა ყოველი სასტიპენდიო წლის 1 აგვისტომდე უნდა განაცხადონ თანხმობა / უარი სტიპენდიის მიღებაზე.

პროგრამის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ საუკეთესო საერთაშორისო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მოახდინონ მიღებული ცოდნის რეალიზება ქვეყანაში.

ელექტრონული განაცხადები მიიღება 2017 წლის 9 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით. არასრული განაცხადი არ განიხილება. საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი) წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე - www.iec.gov.ge და www.stipendiumhungaricum.hu ელექტრონული განაცხადის შევსების გზით.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კონსულტაციები გაიმართება განათლების საერთაშორისო ცენტრში 9 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს 13:00-16:00 საათამდე. სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. მის: ინგოროყვას 7, ელ-ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს , ცხელი ხაზი: 2 40 02 02

უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის მხარდასაჭერად, 2017-2020 წლებისთვის ახალ საპროექტო შეთანხმებას უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ხელი 2017 წლის 6 თებერვალს მოეწერა.

პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები იქნებიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. უნგრეთის მთავრობის სტიპენდია "Stipendium Hungaricum" დაარსდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ.



სხვა ამბები

2016 წელს კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე 1500-მდე პირი აიყვანეს - ვახტანგ გომელაური

კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე აიყვანეს 1500-მდე პირი, ხოლო 750-ს საქართველოში შემოსვლა აეკრძალა,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პარლამენტში სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მხარდამჭერი პირი გამოვლინდა. დაწვრილებით  

15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 22.09.17
04:00-06:00
Fairfrom west19°C0.9m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-southeast25°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C2.0m/s
0mm
კვირა 24.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east23°C1.8m/s
0mm
ორშაბათი 25.09.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east18°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28