20:25:50

პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში 2016-2018 წლებში 18 000 მასწავლებელი გადამზადდება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“  ფარგლებში, პროექტის სამიზნე ჯგუფის გადამზადება ორ ნაკადად განხორციელდება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2016-2017 სასწავლო წელს გრძელვადიანი გადამზადების კურსს 9 000 მასწავლებელი დაიწყებს. მასწავლებელთა  მეორე ნაკადი კურსს 2017-2018 სასწავლო წელს გაივლის.

ვრცლად

 

თბილისის 25 სკოლის რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდისთვის 22 მილიონი ევრო დაიხარჯება

„თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის“ დასაფინანსებლად საქართველოს 20 მილიონი ევროს ოდენობის რესურსი გამოეყოფა. აქედან 14 მილიონი ევრო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი სესხია, 6 მილიონი ევრო კი აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდიდან (E5P) გამოყოფილი გრანტი.

ვრცლად

 

გამოცხადდა ხუთკვირიანი გაცვლითი პროგრამა აშშ-ში

საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები აცხადებს კონკურსს პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) მონაწილეთა შესარჩევად. ხუთკვირიან გაცვლით პროგრამას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სრულად აფინანსებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 2016 წლის 15 ნოემბერია.

ვრცლად

 

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია ხვალ დასრულდება

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა 16 ოქტომბრის დღის ბოლომდე შეუძლიათ. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საშუალება აქვთ 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე დარეგისტრირდნენ და განათლება უფასოდ, სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ.

ვრცლად

 

თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იტალიურ ენას უფასოდ შეისწავლიან

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწავლებლის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის იტალიური ენის შესწავლა უფასო იქნება. ამის შესახებ იტალიის ელჩმა  საქრთველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ, უნივერსიტეტში იტალიის  ოთახის გახსნაზე განაცხადა.

ვრცლად

 

სოფელ ლამბალოში ახალი სკოლა გაიხსნა

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ახალი სკოლა გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 2014 წელს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ლამბალოს სკოლა საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდკონტიგენტიანი საჯარო სკოლაა და ის 1000-ზე მეტ მოსწავლეზეა გათვლილი.

ვრცლად

 

სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი „მე – ომბუდსმენი 2016“ დაიწყო

კონკურსი „მე – ომბუდსმენი“ დღეს მეშვიდედ დაიწყო. „მე – ომბუდსმენი“  ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსია, რომელში მონაწილეობაც საჯარო და კერძო სკოლების 13–18 წლის ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ. კონკურსში 2-2 მოსწავლისგან შექმნილი გუნდები მონაწილეობენ.

ვრცლად

 

გურჯაანსა და კარდენახში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს გურჯაანის №4 და სოფელ კარდენახის №2 საბავშვო ბაღები გაიხსნა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, №4 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა - გაკეთდა კოსმეტიკური რემონტი, მოწესრიგდა სველი წერტილები და ბავშვთა საძინებელი. გამგეობის ცნობით, პროექტის ღირებულებამ 256 884 ლარი შეადგინა.

ვრცლად

 

ქვემო ალვანში პროფესიული კოლეჯის „აისი“ ახალი სასწავლო ფილიალი ამოქმედდა

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში კაჭრეთის პროფესიული კოლეჯ „აისი“-ს ფილიალის რეაბილიტაცია დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლო დაწესებულება განახლებული ინფრასტრუქტურით უკვე ამოქმედდა. კოლეჯი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მისმა პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა დაათვალიერეს.

ვრცლად

 

მაღალმთიან დასახლებებში საჯარო სკოლის მასწავლებლები 142-ლარიან დანამატს მიიღებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლები, რომლებსაც სრული დატვირთვა გააჩნიათ, 2016 წლის 1 სექტემბრის შემდეგ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად სპეციალურ დანამატსაც მიიღებენ, რომლის ოდენობაც თვეში 142 ლარით განისაზღვრა.

ვრცლად

 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ფესტივალი გაიმართა [R]

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ფესტივალს და ამერიკული ბენდის  „Matuto“ კონცერტს უმასპინძლა.

ვრცლად

 

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.  განათლებისა მეცნიერების მინისტრის  მოადგილის ქეთევან ნატრიაშვილის თქმით, პროგრამებს შორის, 50-მდე ახალი მოდულური პროგრამაა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამსაქმებლების ჩართულობით შემუშავდა.

ვრცლად

 

სკოლებში თავისუფალი გაკვეთილის შემოღება იგეგმება - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სკოლებში თავისუფალი გაკვეთილის ცნების შემოღება იგეგმება, რაც მასწავლებელს საქმიანობას გაუადვილებს, მოსწავლისთვის კი სასწავლო პროცესს უფრო მიმზიდველს გახდის.

ვრცლად

 

მშობელთა კრების ფორმატი მოძველდა, ბავშვის სირთულეების საჯაროდ განხილვა არ არის კარგი - ჯეჯელავა

„მშობელთა კრების ფორმატი მოძველდა და საჯაროდ განხილვა, ბავშვების სირთულეებისა თუ მიღწევების, არ არის კარგი შემთხვევა“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებთან შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო.

ვრცლად

 

ქართველი ემიგრანტი მოსწავლეებისთვის ქართულსა და ისტორიაში დისტანციური ლექციები ჩატარდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, შემოდგომიდან, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მოსწავლეებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში და საქართველოს ისტორიაში დისტანციური ლექციები ჩატარდება.

ვრცლად

 

კახეთის სკოლების მოსწავლეთათვის მცირე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგეები რეგიონებში (WMTR) კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებისთვის მცირე საგრანტო კონკურს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 3-7 მოსწავლისგან შემდგარ გუნდებს მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებიდან, აგრეთვე სკოლებში არსებული ეკო-კლუბების წევრებს.

ვრცლად

 

სოფელ ნაფარეულში ბაგა-ბაღის განახლებული შენობა გაიხსნა

თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში ბაგა-ბაღის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ბაღი ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა, კეთილმოეწყო 7 ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილები.

ვრცლად

 

თელავის უნივერსიტეტში მოთხოვნადი გახდა პროფესიები, სადაც სწავლას სახელმწიფო აფინანსებს [Video]

2016-2017 სასწავლო წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველაზე მეტი აბიტურიენტი იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლის საფასურს სახელმწიფო აფინანსებს.

ვრცლად

 

პროფესიულ სასწავლებლებში დუალური განვითარების სისტემით რეგისტრაცია 3 ოქტომბრიდან დაიწყება

„მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ვინც პროფესიის არჩევაზე ფიქრობს, ყურადღება მიაქციოს პროფესიული განათლების ახალ, სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს და გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, 3 ოქტომბრიდან ახალი მოდელით - დუალური განვითარების სისტემით რეგისტრაცია დაიწყება პროფესიულ სასწავლებლებში 150-ზე მეტ განახლებულ, მათ შორის 50 ახალ, დუალურ, პროფესიულ პროგრამაზე.

ვრცლად

 

ბალტიმორში დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის მედიტაციის ცენტრი გაიხსნა [Photos]

მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში არსებული რობერტ კოულმენის სახელობის დაწყებით სკოლაში ბავშვებისთვის მედიტაციის ცენტრი მოეწყო, სადაც პატარები სუნთქვის ვარჯიშებსა და მედიტაციის პრაქტიკებს სწავლობენ.

ვრცლად

 

გვერდი 5 / 66

ფირნიშები

სხვა ამბები

ვეტერანებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა სიმონ კობეშავიძემ და რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ თოფურიამ, სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად ჟიული შარტავას საფლავი დღეს გვირგვინით შეამკეს. საქართველოს ეროვნულ გმირს დღეს 73 წელი შეუსრულდებოდა.

დაწვრილებით  

ბათუმში დედა-შვილი სავარაუდოდ გაიყინა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩის N14-ში დედა-შვილის ცხედრები პოლიციამ აღმოაჩინა. მეზობლები და ნათესავები გარდაცვალების სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. ერთ-ერთი ვერსია გაყინვაა, თუმცა ისინი ასევე აცხადებენ, რომ 50 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, 75 წლის ქალბატონი კი ასევე მძიმედ ავადმყოფობდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
04:00-07:00
RainNNW5°C4.1m/s
1.2mm
07:00-13:00
Light rain showersfrom northwest3°C2.3m/s
0.5mm
13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C4.3m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom north6°C2.2m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.2m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom north-northeast11°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31