17:59:47

შსს-ს თანამშრომლებმა პანკისის ორ ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს [Photos]

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფლების - ომალოსა და ჯოყოლოს ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცეს. პანკისელებისთვის მათ სხვადასხვა ჟანრის 1500-მდე წიგნი შეაგროვეს, მათ შორის, საბავშვო, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა.

ვრცლად

 

ვაპირებთ სოფლის სკოლები გავხადოთ ყველაზე მაგარი - ალექსანდრე ჯეჯელავა

„ჩვენ ვაპირებთ მცირე, სოფლის სკოლები გავხადოთ ყველაზე მაგარი. არათუ შევამცირებთ ამ სკოლებს არამედ გავაძლიერებთ. ყველაზე მაგრები იქნებიან. ჩვენ გვინდა რომ სკოლა კულტურულ ცენტრებად ჩამოყალიბდეს სოფლებში. სკოლებში უნდა იყოს ბიბლიოთეკა, ზრდასრულთა განათლების ცენტრი“,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა სკოლებში დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე განაცხადა.

ვრცლად

 

საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება

საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, არდადეგები 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი 16 იანვარს განახლდება.

ვრცლად

 

რაიონული რესურსცენტრების იურისტიდან ნახევარს გავათავისუფლებთ - ალექსანდრე ჯეჯელავა

„ყოველ რესურს ცენტრს თითო იურისტი არ სჭირდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შევეცადოთ ჯამური რაოდენობა დაახლოებით გავანახევროთ“,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ტელეკომპანია“ პალიტრას ეთერში განაცხადა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, დარჩენილ კადრებს ხელფასიც და სამუშაოც გაეზრდება.

ვრცლად

 

გრიპის ვირუსის გამო პანკისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია

გრიპის ვირუსის მასობრივად გავრცელების გამო პანკისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია. „ორშაბათს მხოლოდ ერთი ბავშვი იყო. გუშინ და დღეს ბავშვები არ გამოცხადდნენ. ამიტომ სააღმზრდელო პროცესი შევწყვიტეთ“, – ციტირებს პანკისის სათემო რადიო დუმასტურის საბავშვო ბაღის მენეჯერის ნანული ცხადაძის კომენტარს.

ვრცლად

 

აშშ–ს საელჩო საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით თელავში საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს

აშშ-ის საელჩო აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს 2017 წლისათვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს. პროექტები მიიღება 2017 წლის 13 იანვრამდე.

ვრცლად

 

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლის გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ

მთავრობის განკარგულებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შეღავათს 2016-2017 სასწავლო წელს 800 სტუდენტი მიიღებს.

ვრცლად

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი წარჩინებულ სტუდენტებს 500 ლარით დააჯილდოვებს

შობა-ახალი წლისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტი წარჩინებულ სტუდენტებს დააჯილდოვებს. 500 ლარის ოდენობით სტიპენდიას ერთჯერადად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ის 40 სტუდენტი მიიღებს, რომლებმაც 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს. გურჯაანის საკრებულოში სტუდენტთა საბუთების მიღება 29 დეკემბრამდე იწარმოებს.

ვრცლად

 

სოფელ წინამძღვრიანთკარში პროფესიული კოლეჯი გაიხსნა

მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი გაიხსნა. ამჟამად, კოლეჯში აგრარული მიმართულების სამი პროგრამა ხორციელდება, მათ შორის, ორი სამუშაოზე დაფუძნებული მიდგომით.

ვრცლად

 

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უფროსკლასელების ფინანსურ განათლებას დააფინანსებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ეროვნულმა ბანკმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ფინანსური განათლების შესახებ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყეს. პროექტი „მიიღე მეტი ცოდნა ფინანსების მართვის შესახებ“ თბილისისა და რეგიონების უფროსკლასელებში ფინანსური და სამეწარმეო განათლების გავრცელებას და ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზანდ.

ვრცლად

 

„სქაი კლუბი“ გურჯაანში მუშაობას იწყებს

პატრიარქის ფონდისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენის“ ერთობლივი პროგრამა „სქაი კლუბი“ (Skye Club) მალე გურჯაანში მუშაობას შეუდგება. ტელეკომპანია „გურჯაანის“ ინფორმაციით, 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებმა პროექტში მონაწილეობის მისაღებად გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარს უნდა მიმართონ.

ვრცლად

 

აშშ–ს საელჩო აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამას

აშშ-ის საელჩო აცხადებს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსს 2017 წლისთვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს არაკომერციულ, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს.

ვრცლად

 

„მხიარული სტარტების“ საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური თამაშები გაიმართა [Photos]

27 ნოემბერს თბილისში ხელბურთის დარბაზში „მხიარული სტარტების საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური თამაშები გაიმართა, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს რეგიონებში გამარჯვებული სკოლის გუნდები. ფინალურ ეტაპზე მარნეულის N6-ე, ახალციხის N5-ე, ქუთაისის N60-ე და რუსთავის N15-ე საჯარო სკოლის გუნდები გადავიდნენ.

ვრცლად

 

„აუდიტორია 115-ის“ წარმომადგენლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი პიკეტირებული აქვთ

აუდიტორია 115-ის წევრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებული აქვთ. სტდენტებმა შენობა გუშინ საღამოს დაიკავეს. ისინი უნივერსიტეტში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას, საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების პირდაპირი წესით არჩევას და სტუდენტური საცხოვროვრებლების კეთილმოწყობას ითხოვენ.

ვრცლად

 

სამეგრელოს რამდენიმე სკოლაში მოსწავლეებს თავისუფლად ჩაცმა მასწავლებლებს კი ფრჩხილის ლაქის წასმა აეკრძალათ

ზუგდიდის რამდენიმე სკოლაში მოსწავლეებს ვიზუალურ მხარესთან დაკავშირებული აკრძალვები დაუწესეს. მოზარდებს სასწავლო დაწესებულებაში არ შეუშვებენ გაშლილი თმით, ბიჭებს კი ჯინსის შარვლის ჩაცმა ეკრძალებათ. ის მოსწავლე კი, რომელიც სკოლის შინაგანაწესს არ ემორჩილება, გაკვეთილებზე არ დაიშვება. შესაბამისი მითითება მოსწავლეებს ადმინისტრაციამ უკვე მისცა. შეზღუდვები მასწავლებლებზეც მოქმედებს. მათ ფრჩხილის ლაქის წასმა აეკრძალათ. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

ვრცლად

 

ლებრონ ჯეიმსმა 1100 ბავშვის კოლეჯში სასწავლებლად 42 მილიონი დოლარი გადარიცხა

NBA-ის სუპერვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა მშობლიურ ოჰაიოს შტატში მცხოვრები 1100 ბავშვის კოლეჯში ოთხწლიანი სწავლება 42 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა და ამით მსოფლიოს ყველაზე ქველმოქმედი სპორტსმენების სიაში მეექვსე ადგილზე გადავიდა.

ვრცლად

 

„საბავშვო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებმა თელავის უნივერსიტეტში შეხვედრა გამართეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საბავშვო უნივერსიტეტის“  წარმომადგენლები 18 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ.

ვრცლად

 

თელავის უნივერსიტეტს საჩუქრად პავლე ინგოროყვას „რუსთაველოლოგიური თხზულებანი“ გადაეცა

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, მწერალმა და პუბლიცისტმა, როსტომ ჩხეიძემ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, პროფესურას და სტუდენტებს საჩუქრად პავლე ინგოროყვას „რუსთაველოლოგიური თხზულებანის“ ტომეულები გადასცა. წიგნის პრეზენტაცია თესაუ-ში დღეს გაიმართა.

ვრცლად

 

პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა

განათლების საკითხებზე გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას ისაუბრა, სადაც 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, განათლება თავისუფლებაა და მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას.

ვრცლად

 

პანკისის სოფლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირების პრობლემაა [Video]

პანკისის ხეობის სოფლებიდან წინუბნიდან, ზემო, ქვემო და შუა ხალაწნიდან დუისის საჯარო სკოლაში 67 მოსწავლე ირიცხება, რომლებსაც მოსწავლეთა ტრანსპორტის უზრუნველყოფის პროგრამით, მხოლოდ 2 მიკროავტობუსი ემსახურება. პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორმა 16 ნოემბერს დაითვალა, რომ ერთ მიკროავტობუსს 19, ხოლო მეორე მიკროავტობუსს 26 მოსწავლე გადაჰყავდა. მოსწავლეები მიკროავტობუსებში ფეხზეც იდგნენ.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

 

გვერდი 4 / 67

ფირნიშები

სხვა ამბები

კახეთში 4 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

კახეთს რეგიონში დაახლოებით 4 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, ელეტროენერგის გარეშე დარჩენილია ლაგოდეხის და ახმეტის მუნიციპალიტეტების 12, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 7 და თელავის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ძლიერმა ქარმა ელექტროსადენები დააზიანა.

დაწვრილებით  

რუსთავში ხანძარს 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

რუსთავში ქვის გადამამუშავებელი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დარაჯის ოთახში ეძინა და ხანძრის დროს წარმოქმნილი კვამლით გაიგუდა. 

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.04.17
22:00-00:00
Partly cloudyfrom west-northwest9°C1.0m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.4m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast16°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast19°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30