04:18:12

ფირნიშები

გია ცერცვაძე უკრაინისგან დევნილის სტატუსს ითხოვს

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე უკრაინისგან დევნილის სტატუსს ითხოვს. ცერცვაძის ადვოკატის, ქსენია პროკონოვას განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას გია ცერცვაძე რუსეთის ფედერაციისგან დაცვას სთხოვს, რადგან მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

ვრცლად

 

„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“-ის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება

„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“-ის ფარგლებში, საქართველოს 15-მდე მოქალაქე შეძლებს საფრანგეთში როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე მაგისტრის ხარისხის მოპოვებას. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მუშაობას გააგრძელებენ სპეციალობის შესაბამის სფეროში 3 წლის ვადით. განაცხადები 2017 წლის 1-ლი თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით მიიღება.

ვრცლად

 

აჭარის სკოლებში აფხაზური ენის კლასები გაიხსნა

ბათუმის N14 საჯარო სკოლაში და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიას საჯარო სკოლაში აფხაზური ენის შემსწავლელი კლასები შეიქმნა. აფხაზური ენის კლასის ფუნქციონირების შესახებ აჭარის განათლების ფონდმა და სკოლის დირექციამ მემორანდუმი გააფორმეს. თითოეულ კლასში მსმენელებს კვირაში 4 გაკვეთილი ჩაუტარდებათ.

ვრცლად

 

სოფელ წინუბანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა [Photos]

პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა. ახალი საბავშვო ბაღი 40 ბავშვზეა გათვლილი და აღჭურვილია ახალი ტექნიკით და სველი წერტილებით. ეზოში დამონტაჟდა სადრენაჟო სისტემაც, რომ ტერიტორია წყალუხვობის დროს აღარ დაიტბოროს.

ვრცლად

 

თელავში დირექტორებს სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე ტრენინგი უტარდებათ

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი აგრძელებს ტრენინგებს დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე. ტრენინგები თბილისში, თელავში, ბაზალეთში, ბათუმსა და წყალტუბოში იმართება.

ვრცლად

 

დუშეთში წითლიანების საჯარო სკოლას დაბა ფასანაურის სკოლის სახელი მიენიჭა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 26 იანვრის ბრძანებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე „სოფელ წითლიანების საჯარო სკოლას“ დასახელება შეეცვალა და გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისად, დაბა ფასანაურის საჯარო სკოლის სახელწოდება მიენიჭა.

ვრცლად

 

პანკისში განახლდა მიღება უფასო სასწავლო პროგრამებზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის პანკისის ოფისის ბაზაზე მუშაობა განაახლა სასწავლო ცენტრმა. ცხადდება მიღება შემდეგ სასწავლო პროგრამებზე:

ვრცლად

 

2008 წლის ომში დაღუპული გმირების შვილებს საშუალება ექნებათ ტექნოპარკში განათლება მიიღონ

2008 წლის ომში დაღუპული გმირების შვილებს საშუალება ექნებათ სამი თვის განმავლობაში ტექნოპარკში განათლება მიიღონ, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში განაცხადა.

ვრცლად

 

ქართველი სტუდენტების მიერ შექმილი აპლიკაცია აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებაში დაეხმარება

მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, რომლებიც საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან, შესაძლებლობა ექნებათ, ელექტრონული ვერსიის საშუალებით, წინასწარ იხილონ რა ფორმატის კითხვები იქნება გამოცდებზე. აპლიკაციის მეშვეობით, ასევე, შესაძლებელია იმ საგამოცდო მასალის ნახვა, რომელიც საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებშია შეტანილი.

ვრცლად

 

სკოლის მოსწავლეებისთვის ფოტოკონკურსი „ჩემი მასწავლებელი“ გამოცხადდა

მასწავლებლის პროფესიისპოპულარიზაციის მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლის მოსწავლებისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს „ჩემი მასწავლებელი“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებს.

ვრცლად

 

სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა-არ მოყვანა არ აინტერესებს - ალექსანდრე ჯეჯელავა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ იმერეთის რეგიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელიც მანდატურს უკავშირდება. მისი თქმით, მომხდარის გამო მანდატურის პროფესიის მიმართა ნდობა არ უნდა დაიკარგოს.

ვრცლად

 

პროფსასწავლებლის სტუდენტები უმაღლესში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ

პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია. aris.ge-ს ინფორმაციით, კანონის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ ცხრა კლასდამთავრებული მოსწავლე, რომელიც პროფესიულ სასწავლებელში შევა, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს პროფესიულ პროგრამებთან ინტეგრირებულად შეისწავლის. კანონის დღეს მოქმედი რედაქციით უმაღლესი განათლების მისაღებად საშუალო სკოლის ატესტატია აუცილებელი.

ვრცლად

 

სადაც სველი წერტილის მოწესრიგება არ მოხდა, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება - ჯეჯელავა

დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო სველი წერტილის მოწესრიგება და ეს არ მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს სანიტარულ ნორმებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ვრცლად

 

ბავშვებს და უფროსი ასაკის მოქალაქეებს, რომლებმაც სასკოლო განათლება ვერ მიიღეს სკოლაში დაბრუნება შეეძლებათ

„იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მიზეზების გამო ვერ მიიღეს სასკოლო განათლება - მიატოვეს სკოლა, ან ფიზიკურად არ ჰქონდათ სწავლის საშუალება. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლითაც ასეთ ადამიანებს დავაბრუნებთ სკოლაში“,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

ვრცლად

 

გურჯაანში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოში არსებულ 14-მდე სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა. აქედან ერთ - ერთი ფაბლაბი გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთშიპროფესიული კოლეჯის „აისის“ ბაზაზე ამოქმედდა.

ვრცლად

 

მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია 10 იანვრიდან დაიწყება

სტუდენტების 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები ცნობილია. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:

ვრცლად

 

მცირე სკოლები იქნება ყველაზე მეტად დაფინანსებული, რომ რეგიონები არ დაიცალოს -ალექსანდრე ჯეჯელავა

„ჩვენმა ოპონენტებმა გააუბედურეს სოფლის სკოლები. ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები ამ ქვეყანაში, სწორედ იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ჩვენი რეგიონები არ დაიცალოს“,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრაზე განაცხადა.

ვრცლად

 

გურჯაანში 10 წარმატებულ პირველკურსელს კომპიუტერები გადასცეს

გურჯაანში, 10 წარმატებულ პირველკურსელს საჩუქრად მე-6 თაობის კომპიუტერები კომპანია „სოფთლაინმა“ გადასცა. აღნიშნულმა სტუდენტებმა ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისინი 500 ლარითაც დაასაჩუქრა. 

ვრცლად

 

2017 წლისთვის სკოლის არდადეგებისა და სასწავლო წლის დაწყების განრიგი განისაზღვრა

Aris.ge-ს ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ 2017 წლისთვის საჯარო სკოლებში გაზაფხულის, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების, ასევე სასწავლო წლის დაწყების თარიღები განისაზღვრა.

ვრცლად

 

პანკისში საუკეთესო მოაზროვნე სულეიმან მუთოშვილი გახდა

ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე სულეიმან მუთოშვილი გახდა პანკისის ხეობაში სკოლების უფროსკლასელებს შორის ჩატარებული ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის“ საუკეთესო მოაზროვნე. გამარჯვებაც ჯოყოლოს საჯარო სკოლის გუნდმა „მწვანე ქუჩის ხულიგნებმა“ მოიპოვეს.

ვრცლად

 

გვერდი 3 / 67

სხვა ამბები

საქართველოდან ჩასულების 80 % ისრაელში არალეგალურად რჩება? - ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩის შაბთაი ცურის განცხადებით, ტურისტებად ჩასული ქართველების 80 % ისრაელში არალეგალურად რჩება. ელჩმა „კვირის პალიტრასთან“ ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეების გამობრუნების მიზეზები განმარტა.

დაწვრილებით  

ვარდების მოედანი 13:00-დან 18:00 საათამდე გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატის (TCR International Series) 2017 წლის სეზონში მონაწილე ავტომობილების გამოფენა/მსვლელობასთან დაკავშირებით, 30 მარტს, ვარდების მოედანი 13:00-დან 18:00 საათამდე გადაიკეტება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 23.10.17
09:00-12:00
Clear skyfrom southwest10°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom south11°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy12°C0.7m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 10:00-16:00
Fairfrom west17°C0.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ოქტომბერი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31