17:57:24

ალექსანდრე ჯეჯელავა - მასწავლებლის შეფასების სისტემა ათასნაირ მასწავლებელს ერთნაირად აფასებს


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მასწავლებლების შეფასების სისტემის გაუქმება არ იგეგმება, თუმცა სისტემა შეიცვლება და დაიხვეწება.

ვრცლად

 

ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს - ჩემს ადგილას მდგომებმა მასწავლებლის დისკრედიტაცია მოახერხეს


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მისმა წინამორბედმა მინისტრებმა მოახერხეს, რომ მასწავლებლის პრესტიჟი დაეგდოთ. ამისთვის ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებს ბოდიში მოუხადა.

ვრცლად

 

კაჭრეთში, ქვემო ალვანსა და დედოფლისწყაროში მდებარე პროფესიულ სასწავლებლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა


გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, პროფესიულ კოლეჯ „აისის“ რეაბილიტაცია დასრულდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა სასწავლო კორპუსი, რეაბილიტირდა სტუდენტთა პანსიონი. სასწავლებლის შენობა ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. პროექტის ფარგლებში განახლდა აღნიშნული სასწავლებლის ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანსა და დედოფლისწყაროში მდებარე ფილიალები.

ვრცლად

 

თელავის უნივერსიტეტსა და ოდესის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება


იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოდესის კვების ტექნოლოგიების ეროვნულ აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ვრცლად

 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი აკრედიტებული პროგრამები შეემატა


იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის და მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს 2017 წლიდან სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

ვრცლად

 

თელავის უნივერსიტეტში საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა


იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრმა (GCSD) საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. კონკურსი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს შეეხება. გამარჯვებულ პროექტს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო დააფინანსებს.

ვრცლად

 

სტუდენტურ საცხოვრებელში რეგიონებიდან სოციალურად დაუცველი, წარჩინებული სტუდენტები იცხოვრებენ


თბილისში, ლისის ტბის ფერდობზე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების შენობა 320 ადამიანზეა გათვლილი. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, საერთო საცხოვრებელი მუნიციპალიტეტებში მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველი, წარჩინებული სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობებს გააუმჯობესებს.

ვრცლად

 

მეცნიერებმა ლურჯის ახალი შეფერილობა აღმოაჩინეს


სამყაროში ლურჯი ფერის ახალი კაშკაშა შეფერილობა, სახელად „YInMn-ლურჯი“ უკვე ოფიციალურად ლიცენზირებულია და მისი გამოყენება უკვე დაიწყო მრავალმა შთაგონებულმა ხელოვანმა. ახალი ფერის სახელწოდება მიღებული პიგმენტის შემადგენელი ქიმიური ელემენტების - იტრიუმის (Y), ინდიუმისა (In) და მანგანუმისგან (Mn) მომდინარეობს.

ვრცლად

 

განათლების და სოფლის მეურნეობის მინისტრები კაჭრეთის კოლეჯ „აისში“ იმყოფებოდნენ


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში, საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ იმყოფებოდნენ. მათ კოლეჯის ბაზაზე არსებული ლაბორატორიები და სასწავლო სახელოსნოები - ღვინის სახლი, ღვინის ლაბორატორია, ტრადიციული მარანი, ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი მინი საწარმო, სტუდენტთა პანსიონი და ხელოვნების სასახლე დაათვალიერეს.

ვრცლად

 

აშშ-ის საელჩო ფულბრაიტის სამაგისტრო გაცვლით პროგრამას აცხადებს


აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აცხადებს კონკურსს ფულბრაიტის სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად. გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ 2017-2018 სასწავლო წლებში აშშ-ის უნივერსიტეტებში მოიპოვენ მაგისტრის ხარისხი სხვადასხვა დისციპლინებში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირებაში. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადები 1-ელ აგვისტომდე მიიღება.

ვრცლად

 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიღება დაიწყო, წელს პირველად გოგონებსაც იღებენ


გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2016-2017 აკადემიური სასწავლო წლისთვის მიღება დღეს დაიწყო. სამხედრო სასწავლებელში მიღების პირველ დღეს უკვე 50-მდე განაცხადია შესული, მათ შორის 7 აპლიკანტი გოგონაა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალ სასწავლო წელს სიახლით ხვდება. წელს პირველად, სასწავლებელში გოგონებს იღებენ.

ვრცლად

 

იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 8 რეგიონში ტრენინგებს იწყებს [Video]


საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდესაქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართება და მათი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რეგიონის მცხოვრებთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

ვრცლად

 

2016 წლის გამოცდების მონაწილეებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეუძლიათ


2016 წლის გამოცდების მონაწილეებმა საგამოცდო ბარათი პირადი გვერდიდან უნდა ამობეჭდონ (გვერდი, სადაც ირჩევენ გამოცდებს და ა.შ.). საგამოცდო ბარათების ამოსაბეჭდად ეწვიეთ ვებგვერდს www.online.naec.ge

ვრცლად

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ფიზიკის მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს


ფიზიკის მასწავლებელების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსს აცხადებს. ცენტრის ინფორმაციით, კონკურსში გასული პედაგოგები სტაჟირებას ქალაქ ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში გაივლიან.

ვრცლად

 

ყვარელში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება


ყვარელში, ე.წ. „ბოგირის“ ტერიტორიაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც 75 აღსაზრდელზეა გათვლილი. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა მაია სამიტაშვილმა განუცხადა, ახალ ბაღში იმ აღსაზრდელებს გადაიყვანენ, რომლებიც ახლა ავარიულ შენობაში სწავლობენ.

ვრცლად

 

შექმნილია ალგორითმი რომელიც შავი ხვრელის რეალურ სახეს დაგვანახებს


მასაჩუსეტსის შტატის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტმა კეიტ ბაუმანმა და მისმა ჯგუფმა ალგორითმი შეიმუშავა, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ, როგორ გამოიყურება კოსმოსური შავი ხვრელი სინამდვილეში. როგორც იცით, შავი ხვრელების ყველა გამოსახულება, რომელიც აქამდე გვინახავს, ჩვეულებრივი მხატვრული ინტერპრეტაციაა.

ვრცლად

 

ნეპალის სკოლაში ყველაზე ასაკოვანი მოსწავლე სწავლობს [Photos]


68 წლის ნეპალელი მამაკაცი, სახელად დურგა კამი ყველაზე ასაკოვანი მოსწავლე მას შემდეგ გახდა, რაც გადაწყვიტა, სკოლაში დაბრუნებულიყო და ბავშვობისას შეწყვეტილი სწავლა დაესრულებინა.

ვრცლად

 

საქართველოსა და გერმანიას შორის პროფესიული განათლების სფეროში მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერალურ სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ვრცლად

 

ლევან გოთუას ოჯახის წევრები თელავის უნივერსიტეტში კონფერენციას დაესწრებიან


იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 17-18 ივნისს სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომელიც ცნობილ ქართველ კლასიკოსს, ლევან გოთუას მიეძღვნება. კონფერენციას ლევან გოთუას ოჯახის წევრებიც დაესწრებიან.

ვრცლად

 

ეროვნული გამოცდების განრიგის საბოლოო ვერსია გამოქვეყნდა


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო ვერსია გამოაქვეყნა. განრიგის მიხედვით, ეროვნული გამოცდები 1 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ვრცლად

 

გვერდი 10 / 67

ფირნიშები

სხვა ამბები

საქობოს საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ყველა ბავშვი სახლში გაწერეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი, რომლებიც სიღნაღის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სახლში გაწერეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, აგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ საქობოს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სამი დღით შეაჩერა.

დაწვრილებით  

სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობა მოხდა

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ჯემალ ქამალოღლის ოჯახი დააყაჩაღეს. ყაჩაღობაში სამი ნიღბიანი პირი მონაწილეობდა. მათ ოჯახში მყოფი მამაკაცი ცემეს და სახლიდან 440 ლარი და სანადირო თოფი წაიღეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30