17:32:58

ფირნიშები

საერთო სამაგისტრო გამოცდის და საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები (ქულები) გამოაქვეყნა.

ვრცლად

 

განათლების მინისტრი სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში პედაგოგებს შეხვდა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა, რომელსაც საჯარო სკოლების 400-მდე მასწავლებელი და დირექტორი დაესწრო. მინისტრმა ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელეულ და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

ვრცლად

 

ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტთა 16%-მა ვერ გადალახა


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი დაახლოებით 6000-მა აბიტურიენტმა, რაც საერთო რაოდენობის 16%-ია.

ვრცლად

 

როგორ სრულდება სკოლის მოსწავლეთა ტრანპორტით მომსახურების პროგრამა


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა. შემოწმება შეეხო 2012-2015 წლების პერიოდს.

ვრცლად

 

ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით კონკურსი გამოცხადდა


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს დამხმარე მასწავლებლის, ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლის და კონსულტანტ-მასწავლებელის შესარჩევ კონკურსს.

ვრცლად

 

აზერბაიჯანში კავკასიის უნივერსიტეტი დახურეს ფეთჰულა გიულენთან კავშირის გამო


აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ  კავკასიის უნივერსიტეტის ბაქოს ფილიალი დახურა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უმაღლესი სასწავლებლის დახურვის მიზეზი გახდა ის, რომ უნივერსიტეტი უკავშირდებოდა ფეთჰულა გიულენის სახელს, რომელსც თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

ვრცლად

 

საქართველოში პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებისთვის აშშ-მა 16 მილიონი დოლარი გამოყო


ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  - საქართველო განახორციელებს პროექტს „პროფესიული განთლება ეკონომიკის განვითარებისთვის“. პროექტისთვის აშშ-ის მთავრობამ 16 მლნ. დოლარი გამოყო და მის  ფარგლებში სახელმწიფო და კერძო პროფესიული განათლების პროვაიდერებს არსებული ინფრასტრუქტურის, სასწავლო ბაზის, სასწავლო პროგრამებისა და სხვა რესურსების გაძლიერების საშუალება ექნებათ.

ვრცლად

 

თელავის დემოკრატიის სკოლა განახლებული სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს


თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 20 ივლისს, 15:00 საათზე, თელავის დემოკრატიის სკოლის 2016-2017 წლების განახლებული სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

ვრცლად

 

გურჯაანში ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ იქმნება


გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით ხელნაწერი „ვეფხისტაყოსანი“ იქმნება. პოემიდან ერთი სტროფის გადაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ვრცლად

 

შაორის ბანაკში სტუდენტთა რეგისტრაცია 18 ივლისს დასრულდება

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ 18-დან 29 წლამდე სტუდენტებს ამბროლაურის რაიონის დაბა შაორში „მომავლის ბანაკში“ იწვევს. ბანაკში 1 280 ახალგაზრდა ათ ნაკადად გაემგზავრება. პირველი ხუთი ნაკადის რეგისტრაცია 18 ივლისს დასრულდება.

ვრცლად

 

სოფელ ზემო მაჩხაანში კომპიუტერული სასწავლო ცენტრი გაიხსნა



დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის კომპიუტერული სასწავლო ცენტრი 10 თანამედროვე კომპიუტერით აღიჭურვა. ცენტრს პროფესიონალი მასწავლებელი უხელმძღვანელებს, რომელიც დაინტერესებულ პირებს კომპიუტერულ პროგრამებს უფასოდ შეასწავლის. სოფლის მოსახლეობას ასევე შესაძლებლობა ექნება, უფასო ინტერნეტით ისარგებლოს.

ვრცლად

 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობაზე მიღებას აცხადებს

 

2017 წლისთვის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობაზე მიღებას გამოაცხადებს. მიმდინარე წლის 12 ივნისს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა საბჭომ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ სამართლის საბაკალავრო პროგრამას  აკრედიტაცია მიანიჭა.

ვრცლად

 

განათლების მინისტრმა მთავრობის წევრებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა გააცნო


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ–მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ ინფორმაცია გააცნო. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, ისტორიაში პირველად შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ისეთი სქემა, რომელსაც მასწავლებლების უმრავლესობა მხარს უჭერს.

ვრცლად

 

პირველკლასელთა რეგისტრაცია 12 და 13 ივლისს იქნება შესაძლებელი


2016-2017 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში მოსწავლეების რეგისტრაციის ვადად 12 და 13 ივლისი განისაზღვრა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, დამატებით ვადაში ის ბავშვები დარეგისტრირდებიან, რომლებმაც ერთ-ერთ ეტაპზე რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრეს.

ვრცლად

 

თამარ სანიკიძე შესაძლოა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნოს


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, განათლების ყოფილი მინისტრის, თამარ სანიკიძის კანდიდატურას სამინისტროში ორ პოზიციაზე განიხილავს.

ვრცლად

 

თელავის მეხუთე საჯარო სკოლას ვიქტორ ჰიუგოს სახელი ენიჭება


თელავის მე-5 საჯარო სკოლას ცნობილი ფრანგი მწერლისა და პოეტის, ვიქტორ ჰიუგოს სახელი ენიჭება. სკოლის დირექტორის ლია ლეშკაშელის თქმით, სკოლაში ფრანგული ენა გაძლიერებულად ისწავლება, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ სკოლას ფრანგი კლასიკოსის სახელი მიენიჭოს.

ვრცლად

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასწორება დაიწყო


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესის პარალელურად საგამოცდო ნაშრომების გასწორება დაიწყო. ამ დროისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით (eMarker) ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომები სწორდება.

ვრცლად

 

აშშ-ში ცოდნის გასაღრმავებლად დაფინანსებას ორჯერ მეტი სტუდენტი მიიღებს - ალექსანდრე ჯეჯელავა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, აშშ-ის უნივერსიტეტებში ცოდნის გასაღრმავებლად დაფინანსებით ორჯერ მეტი სტუდენტი ისარგებლებს.

ვრცლად

 

აშშ-სა და საქართველოს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ხელი მოეწერეს მემორანდუმს, რომლიც საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზანად. მთავრობის ინფორმაციით, მხარეები  უნივერსიტეტებში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებს უზრუნველყოფენ.

ვრცლად

 

2017 წლის სექტემბრისთვის მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება - ალექსანდრე ჯეჯელავა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, 2017 წლის სექტემბრისთვის, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელოს შეცვლა იგეგმება.

ვრცლად

 

გვერდი 9 / 67

სხვა ამბები

დავით გარეჯთან უბედური შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

საგარეჯოს რაიონში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. მამაკაცი კლდიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. დაწვრილებით  

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავენ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 24.06.17
22:00-00:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.7m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Fairfrom east24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast21°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30