20:26:38

არ შეიძლება პედაგოგების გამუდმებული ტესტირებები და ყოფნა-არყოფნის რისკის წინაშე დაყენება - პრემიერი


„ჩვენ ავწევთ ჩვენი პედაგოგების პრესტიჟს. არ შეიძლება გამუდმებული ტესტირებები, გამოცდები და ყოფნა-არყოფნის რისკის წინაშე დაყენება იმ ადამიანების, რომლებმაც ყველაზე გაჭირვებული წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად უზრუნველყვეს ჩვენი მომავალი თაობის განათლება და მათი ინტელექტუალური განვითარება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

ვრცლად

 

შეძლებული ოჯახებიდან მოსწავლეებს შესაძლოა წიგნები და კომპიუტერები აღარ გადაეცეთ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, შეძლებული ოჯახებიდან სკოლის მოსწავლეებს, სახელმძღვანელოები და კომპიუტერები საჩუქრად შესაძლოა აღარ გადაეცეთ.

ვრცლად

 

უმაღლესი განათლების ალტერნატივა პროფესიული განათლებაა - მინისტრის მიმართვა ჩაჭრილ აბიტურიენტებს


„ძალიან ბევრი უსამსახურო იურისტი გვყავს და ძალიან გვიჭირს, მაგალითად, სასტუმროს ადმინისტრატორები, აგრონომები, ვეტერინარები, პროგრამისტები, ან დაზღვევის აგენტები და ეს ყველა არის პროფესიული მიმართულების საქმიანობა, რომელზეც შეიძლება არ დახარჯოს ადამიანმა 4 წელი და პროფესია აითვისოს საკმაოდ მოკლე ვადაში“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ერთიან ეროვნულ გამოცდებში ჩაჭრილი სტუდენტებისთვის მომზადებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ვრცლად

 

შემოდგომიდან სკოლებში თავისუფალი გაკვეთილების ჩატარება 3000 ლარით დაფინანსდება - ჯეჯელავა


განათლების სამინისტრო შემოდგომიდან სკოლებისთვის მცირე გრანტების გაცემას გეგმავს, რომლითაც თავისუფალი გაკვეთილები დაფინანსდება. განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, გრანტის ოდენობა 3000 ლარით განისაზღვრება, საიდანაც 1000 ლარს სკოლის ადმინისტრაცია მიიღებს, 1000 ლარს - პედაგოგი, 1000 ლარი კი პროექტისთვის საჭირო ხარჯებს მოხმარდება.

ვრცლად

 

მასწავლებელმა უნარები იმ ფორმით უნდა გამოავლინოს, რომელიც მისთვის მისაღებია - ჯეჯელავა


„ჩვენ უნდა შევუქმნათ მასწავლებლებს შესაძლებლობა, ისევე როგორც ნებისმიერ თანამშრომელს, რომ თავისი უნარები იმ ფორმით და იმ სახით გამოავლინოს, რომელიც მისთვის მისაღებია“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ვრცლად

 

რომელ სპეციალობებს დააფინანსებს სახელმწიფო 2016-2017 წელს


2016-2017 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სია და უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. მინისტრის ბრძანების  თანახმად, სახელმწიფო წელს 21 სპეციალობას დააფინანსებს.

ვრცლად

 

საერთო სამაგისტრო გამოცდის და საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები (ქულები) გამოაქვეყნა.

ვრცლად

 

განათლების მინისტრი სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში პედაგოგებს შეხვდა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა, რომელსაც საჯარო სკოლების 400-მდე მასწავლებელი და დირექტორი დაესწრო. მინისტრმა ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელეულ და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

ვრცლად

 

ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტთა 16%-მა ვერ გადალახა


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი დაახლოებით 6000-მა აბიტურიენტმა, რაც საერთო რაოდენობის 16%-ია.

ვრცლად

 

როგორ სრულდება სკოლის მოსწავლეთა ტრანპორტით მომსახურების პროგრამა


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა. შემოწმება შეეხო 2012-2015 წლების პერიოდს.

ვრცლად

 

ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით კონკურსი გამოცხადდა


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს დამხმარე მასწავლებლის, ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლის და კონსულტანტ-მასწავლებელის შესარჩევ კონკურსს.

ვრცლად

 

აზერბაიჯანში კავკასიის უნივერსიტეტი დახურეს ფეთჰულა გიულენთან კავშირის გამო


აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ  კავკასიის უნივერსიტეტის ბაქოს ფილიალი დახურა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უმაღლესი სასწავლებლის დახურვის მიზეზი გახდა ის, რომ უნივერსიტეტი უკავშირდებოდა ფეთჰულა გიულენის სახელს, რომელსც თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

ვრცლად

 

საქართველოში პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებისთვის აშშ-მა 16 მილიონი დოლარი გამოყო


ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  - საქართველო განახორციელებს პროექტს „პროფესიული განთლება ეკონომიკის განვითარებისთვის“. პროექტისთვის აშშ-ის მთავრობამ 16 მლნ. დოლარი გამოყო და მის  ფარგლებში სახელმწიფო და კერძო პროფესიული განათლების პროვაიდერებს არსებული ინფრასტრუქტურის, სასწავლო ბაზის, სასწავლო პროგრამებისა და სხვა რესურსების გაძლიერების საშუალება ექნებათ.

ვრცლად

 

თელავის დემოკრატიის სკოლა განახლებული სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს


თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 20 ივლისს, 15:00 საათზე, თელავის დემოკრატიის სკოლის 2016-2017 წლების განახლებული სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

ვრცლად

 

გურჯაანში ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ იქმნება


გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით ხელნაწერი „ვეფხისტაყოსანი“ იქმნება. პოემიდან ერთი სტროფის გადაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ვრცლად

 

შაორის ბანაკში სტუდენტთა რეგისტრაცია 18 ივლისს დასრულდება

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ 18-დან 29 წლამდე სტუდენტებს ამბროლაურის რაიონის დაბა შაორში „მომავლის ბანაკში“ იწვევს. ბანაკში 1 280 ახალგაზრდა ათ ნაკადად გაემგზავრება. პირველი ხუთი ნაკადის რეგისტრაცია 18 ივლისს დასრულდება.

ვრცლად

 

სოფელ ზემო მაჩხაანში კომპიუტერული სასწავლო ცენტრი გაიხსნა



დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის კომპიუტერული სასწავლო ცენტრი 10 თანამედროვე კომპიუტერით აღიჭურვა. ცენტრს პროფესიონალი მასწავლებელი უხელმძღვანელებს, რომელიც დაინტერესებულ პირებს კომპიუტერულ პროგრამებს უფასოდ შეასწავლის. სოფლის მოსახლეობას ასევე შესაძლებლობა ექნება, უფასო ინტერნეტით ისარგებლოს.

ვრცლად

 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობაზე მიღებას აცხადებს

 

2017 წლისთვის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობაზე მიღებას გამოაცხადებს. მიმდინარე წლის 12 ივნისს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა საბჭომ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ სამართლის საბაკალავრო პროგრამას  აკრედიტაცია მიანიჭა.

ვრცლად

 

განათლების მინისტრმა მთავრობის წევრებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა გააცნო


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ–მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ ინფორმაცია გააცნო. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, ისტორიაში პირველად შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ისეთი სქემა, რომელსაც მასწავლებლების უმრავლესობა მხარს უჭერს.

ვრცლად

 

პირველკლასელთა რეგისტრაცია 12 და 13 ივლისს იქნება შესაძლებელი


2016-2017 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში მოსწავლეების რეგისტრაციის ვადად 12 და 13 ივლისი განისაზღვრა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, დამატებით ვადაში ის ბავშვები დარეგისტრირდებიან, რომლებმაც ერთ-ერთ ეტაპზე რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრეს.

ვრცლად

 

გვერდი 8 / 66

ფირნიშები

სხვა ამბები

ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ვეტერანებისთვის პრეზენტაცია გაიმართება

1-ელ მარტს, 11.00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით უწყების ბენეფიციართათვის გაიმართება საქართველოში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების პრეზენტაცია.

დაწვრილებით  

20 თებერვალს ქალაქ თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 20 თებერვალს, 10:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება თელავში თამარის, დავითაშვილისა და მუსხელიშვილის ქუჩებს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
04:00-07:00
RainNNW5°C4.1m/s
1.2mm
07:00-13:00
Light rain showersfrom northwest3°C2.3m/s
0.5mm
13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C4.3m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom north6°C2.2m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.2m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom north-northeast11°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31