20:26:00

პროფესიულ განათლებას პრესტიჟი უნდა დავუბრუნოთ - ალექსანდრე ჯეჯელავა


„პროფესიული სასწავლებლის ბრენდი ადრე ჩვენთან დასუსტდა, მასწავლებლები მოსწავლეებს ეუბნებოდნენ, ცუდად თუ მოიქცევი „პროფში“ მოხვდებიო. ეს დრო გავიდა, ევროპასა და ამერიკაში პროფესიული განათლება ძალიან საამაყო და პრესტიჟულია, ჩვენც უნდა დავაბრუნოთ ეს პრესტიჟი“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ვრცლად

 

სკოლა უნდა გახდეს არა დამახსოვრებაზე, არამედ კრიტიკულ აზროვნებაზე ორიენტირებული - ჯეჯელავა

 

„ინტერნეტი სანამ არ არსებობდა, მასწავლებელს და სკოლას ინფორმაციაზე მონოპოლია ჰქონდა, ანუ რასაც  ისტორიის მასწავლებელი გვეტყოდა, ის უნდა დაგვეჯერებინა. ახლა ნებისმიერ ბავშვს შეუძლია დაგუგლოს, ინტერნეტით გადაამოწმოს ნებისმიერი ინფორმაცია და ხანდახან უფრო ახალი, იმწუთიერი ინფორმაცია აქვს ბავშვს,  ვიდრე თუნდაც სახელმძღვანელოში წერია“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მის მორიგ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

ვრცლად

 

კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ყველა პედაგოგს ინდივიდუალურად მიეცემა - განათლების სამინისტრო


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით,  პროფესიული განვითარების ახალ მოდელი მუშავდება, რომელიც პედაგოგთა კვალიფიკაციის დადასტურებასა და მათი იმიჯის გაზრდას ისახავს მიზნად. სამინისტროს განცხადებით, პედაგოგს შესაძლებლობა მიეცემა საგნის გარდა, კოპეტენცია მისთვის მისაღები მიმართულებითაც დაადასტუროს.

ვრცლად

 

ლამბალოში 15 სექტემბერს სწავლა ისევ ბოსელსა და სარდაფებში განახლდება



საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი ისევ ბოსელსა და სარდაფებში განახლდება. სკოლის ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც ორწელიწადნახევრის წინ დაიწყო, ამ დრომდე ვერ დასრულდა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალ სკოლაში სასწავლო პროცესი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 10 ოქტომბრიდან დაიწყება.

ვრცლად

 

საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება


საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, კერძო სკოლები კი სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ. პირველი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად  პორტაბელური კომპიუტერები Lenovo ideapad 300S-11IB გადაეცემათ. კომპიუტერებს ასევე მიიღებენ საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლები.

ვრცლად

 

20 ქართველი სტუდენტი ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლის


2016-2017 სასწავლო წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგენითა და ჩინეთის მხარის გადაწყვეტილებით, ჩინეთის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 ქართველი სტუდენტი ისწავლის.

ვრცლად

 

თელავის უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირველკურსელთა რიცხვი გაიზარდა [R]


იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რაოდენობა გაიზარდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების თანახმად, წელს თელავის უნივერსიტეტში 278 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

ვრცლად

 

100%-იანი სახელმწიფო გრანტი 1112-მა აბიტურიენტმა მოიპოვა


ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2016 წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა. აქედან 1112-მა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, 1456-მა 70%-იანი, ხოლო 4078-მა აბიტურიენტმა 50%-იანი გრანტი.

ვრცლად

 

27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა


წელს უმაღლეს სასწავლებლებში 27 782 აბიტურიენტი ჩაირიცხა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ჩარიცხულია გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების 74%-ზე მეტი. სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა.

ვრცლად

 

იტალიის მთავრობა 18 წლის ახალგაზრდებს წიგნების შესაძენად 500 ევროს მისცემს


ახალგაზრდებისთვის იმის შესახსენებლად, რომ კულტურას ადამიანთა ცხოვრების გამდიდრება და ხალხის დაახლოება შეუძლია, იტალიის მთავრობა მოქალაქეებს მე-18 დაბადების დღეზე ბონუსის სახით 500 ევროს გადასცემს. შესაძლებელი იქნება თანხას დახარჯვა წიგნების, კონცერტის, თეატრისა და კინოს ბილეთების შესაძენად, მუზეუმებსა და ეროვნულ პარკებში შესასვლელად.

ვრცლად

 

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ბოდიშს უხდის


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ჩარიცხვებისა და გრანტირების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე მონაცემების სავალდებულო გადამოწმებისას, 23 აგვისტოს სისტემაში ხარვეზი შეიქმნა, რის შედეგადაც აბიტურიენტები, რომლებიც საკუთარ კოდს ნომერზე 93333 აგზავნიდნენ, ქულებთან ერთად იღებდნენ იმ მომენტისათვის სისტემაში არსებულ ინფორმაციასაც.

ვრცლად

 

პრემიერი - მასწავლებელთა გამოცდები საჭიროა მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მასწავლებლების გამოცდებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეგნებულად დამახინჯდა. პრემიერის განმარტებით, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს სადამსჯელო ინსტრუმენტი არ უნდა იყოს და მასწავლებლები ფსიქოლოგიურ ტერორში არ უნდა იყვნენ.

ვრცლად

 

ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა სამი მედალი მოიპოვეს [Photos]


ინფორმატიკის რიგით 28-ე მსოფლიო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოლიმპიადა წელს რუსეთში, ქალაქ ყაზანში ჩატარდა.

ვრცლად

 

განათლების მინისტრის განცხადებით მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები არ გაუქმდება

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შესაძლოა გაუქმების შესახებ გავრცელებულ  ინფორმაციას არ ადასტურებს. მინისტრის განმარტებით, პედაგოგებს გამოცდების ჩაბარება მომავალშიც მოუწევთ, თუმცა სისტემაში ცვლილებები მოხდება და მასწავლებლებს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არა ერთი, არამედ რამდენიმე კომპონენტის მიხედვით ექნებათ.

ვრცლად

 

2017 წლის სექტემბრიდან მოსწავლეებს მსუბუქი ჩანთები ექნებათ - ალექსანდრე ჯეჯელავა [Video]


განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, 2017 წლის სექტემბრიდან მოსწავლეების ჩანთების წონა შემცირდება. მისი განმარტებით, ჩანთის ჯამური წონა ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის შემდეგ შეიზღუდა.

ვრცლად

 

თბილისში ერთ-ერთ საჯარო სკოლას დავით სარაჯიშვილის სახელი მიენიჭა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2016 წლის 16 აგვისტოს გამოცემული ბრძანებით, ქალაქ თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე  №16 საჯარო სკოლას ეროვნული მასშტაბით აღიარებული ცნობილი ქართველი მოღვაწის, მეცნიერისა და ქველმოქმედის დავით სარაჯიშვილის (1848 – 1911 წ.წ.) სახელი მეინიჭა.

ვრცლად

 

სამინისტრო არაავტორიზებულ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით აბიტურიენტებს მიმართავს


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს მოუწოდებს, სწავლის გაგრძელების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევისას,  მის მიერ გაცემული დიპლომის აღიარების შესაძლებლობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დააზუსტონ.

ვრცლად

 

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალმა  „მასწავლებელი“ და ინტერნეტ გაზეთმა „mastsavlebeli.ge“, ლიტერატურულ კონკურსი -„საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ გამოაცხადეს.  კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა და სკოლის ცხოვრების შესახებ.

ვრცლად

 

თუშეთში მცირე ბიბლიოთეკის შექმნის მიზნით წიგნების ყუთი „წაიკითხე და წააკითხე“ დაიდგა


„თუშეთის განვითარების ფონდმა“ და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-მა სოფელ ომალოში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ოფისში წიგნების ყუთი „წაიკითხე და წააკითხე“ განათავსეს. როგორც „თუშეთის განვითარების ფონდში“ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ინიციატივა თუშეთში მცირე ბიბლიოთეკის შექმნას ისახავს მიზნად.

ვრცლად

 

17-25 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი გაიმართება


17-დან 25 სექტემბერის ჩათვლით მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი გაიმართება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ფესტივალის მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა, ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

ვრცლად

 

გვერდი 7 / 66

ფირნიშები

სხვა ამბები

საჯარო რეესტრმა „ერთსულოვნების“ დირექტორად დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაარეგისტრირა

საპატრიარქოს ტელევიზიას დირექტორი ოფიციალურად შეეცვალა. საჯარო რეესტრმა არხის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების შესახებ განაცხადზე წარმოება დაასრულა და დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე შპს „საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების” დირექტორად დაარეგისტრირა. დაწვრილებით  

პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი პოლიციელი დაშავდა [Video]

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთან, ტრაილერი შემხვედრ მიკროავტობუსს და საპატრულო პოლიციის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
04:00-07:00
RainNNW5°C4.1m/s
1.2mm
07:00-13:00
Light rain showersfrom northwest3°C2.3m/s
0.5mm
13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C4.3m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom north6°C2.2m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.2m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom north-northeast11°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31