05:00:02

ფირნიშები

სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი „მე – ომბუდსმენი 2016“ დაიწყო

კონკურსი „მე – ომბუდსმენი“ დღეს მეშვიდედ დაიწყო. „მე – ომბუდსმენი“  ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსია, რომელში მონაწილეობაც საჯარო და კერძო სკოლების 13–18 წლის ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ. კონკურსში 2-2 მოსწავლისგან შექმნილი გუნდები მონაწილეობენ.

ვრცლად

 

გურჯაანსა და კარდენახში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს გურჯაანის №4 და სოფელ კარდენახის №2 საბავშვო ბაღები გაიხსნა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, №4 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა - გაკეთდა კოსმეტიკური რემონტი, მოწესრიგდა სველი წერტილები და ბავშვთა საძინებელი. გამგეობის ცნობით, პროექტის ღირებულებამ 256 884 ლარი შეადგინა.

ვრცლად

 

ქვემო ალვანში პროფესიული კოლეჯის „აისი“ ახალი სასწავლო ფილიალი ამოქმედდა

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში კაჭრეთის პროფესიული კოლეჯ „აისი“-ს ფილიალის რეაბილიტაცია დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლო დაწესებულება განახლებული ინფრასტრუქტურით უკვე ამოქმედდა. კოლეჯი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მისმა პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა დაათვალიერეს.

ვრცლად

 

მაღალმთიან დასახლებებში საჯარო სკოლის მასწავლებლები 142-ლარიან დანამატს მიიღებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლები, რომლებსაც სრული დატვირთვა გააჩნიათ, 2016 წლის 1 სექტემბრის შემდეგ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად სპეციალურ დანამატსაც მიიღებენ, რომლის ოდენობაც თვეში 142 ლარით განისაზღვრა.

ვრცლად

 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ფესტივალი გაიმართა [R]

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ფესტივალს და ამერიკული ბენდის  „Matuto“ კონცერტს უმასპინძლა.

ვრცლად

 

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.  განათლებისა მეცნიერების მინისტრის  მოადგილის ქეთევან ნატრიაშვილის თქმით, პროგრამებს შორის, 50-მდე ახალი მოდულური პროგრამაა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამსაქმებლების ჩართულობით შემუშავდა.

ვრცლად

 

სკოლებში თავისუფალი გაკვეთილის შემოღება იგეგმება - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სკოლებში თავისუფალი გაკვეთილის ცნების შემოღება იგეგმება, რაც მასწავლებელს საქმიანობას გაუადვილებს, მოსწავლისთვის კი სასწავლო პროცესს უფრო მიმზიდველს გახდის.

ვრცლად

 

მშობელთა კრების ფორმატი მოძველდა, ბავშვის სირთულეების საჯაროდ განხილვა არ არის კარგი - ჯეჯელავა

„მშობელთა კრების ფორმატი მოძველდა და საჯაროდ განხილვა, ბავშვების სირთულეებისა თუ მიღწევების, არ არის კარგი შემთხვევა“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებთან შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო.

ვრცლად

 

ქართველი ემიგრანტი მოსწავლეებისთვის ქართულსა და ისტორიაში დისტანციური ლექციები ჩატარდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, შემოდგომიდან, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მოსწავლეებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში და საქართველოს ისტორიაში დისტანციური ლექციები ჩატარდება.

ვრცლად

 

კახეთის სკოლების მოსწავლეთათვის მცირე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგეები რეგიონებში (WMTR) კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებისთვის მცირე საგრანტო კონკურს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 3-7 მოსწავლისგან შემდგარ გუნდებს მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებიდან, აგრეთვე სკოლებში არსებული ეკო-კლუბების წევრებს.

ვრცლად

 

სოფელ ნაფარეულში ბაგა-ბაღის განახლებული შენობა გაიხსნა

თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში ბაგა-ბაღის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ბაღი ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა, კეთილმოეწყო 7 ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილები.

ვრცლად

 

თელავის უნივერსიტეტში მოთხოვნადი გახდა პროფესიები, სადაც სწავლას სახელმწიფო აფინანსებს [Video]

2016-2017 სასწავლო წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველაზე მეტი აბიტურიენტი იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლის საფასურს სახელმწიფო აფინანსებს.

ვრცლად

 

პროფესიულ სასწავლებლებში დუალური განვითარების სისტემით რეგისტრაცია 3 ოქტომბრიდან დაიწყება

„მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ვინც პროფესიის არჩევაზე ფიქრობს, ყურადღება მიაქციოს პროფესიული განათლების ახალ, სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს და გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, 3 ოქტომბრიდან ახალი მოდელით - დუალური განვითარების სისტემით რეგისტრაცია დაიწყება პროფესიულ სასწავლებლებში 150-ზე მეტ განახლებულ, მათ შორის 50 ახალ, დუალურ, პროფესიულ პროგრამაზე.

ვრცლად

 

ბალტიმორში დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის მედიტაციის ცენტრი გაიხსნა [Photos]

მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში არსებული რობერტ კოულმენის სახელობის დაწყებით სკოლაში ბავშვებისთვის მედიტაციის ცენტრი მოეწყო, სადაც პატარები სუნთქვის ვარჯიშებსა და მედიტაციის პრაქტიკებს სწავლობენ.

ვრცლად

 

მომავალი სასწავლო წლიდან I-IV კლასის მოსწავლეები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ - ჯეჯელავა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მომავალი სასწავლო წლიდან I-IV კლასის მოსწავლეები ახალ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. მისივე თქმით, სახელმძღვანელოებისთვის დაახლოებით 18-19 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ვრცლად

 

პანკისის ხეობის სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლება დაიწყო

2016-2017 სასწავლო წლიდან პანკისის ხეობის სოფლებში ჩეჩნური ენის სწავლება დაიწყო. საგანი არჩევითია და მისი შესწავლა მოსწავლეებს მე-5 და მე-6 კლასებში შეუძლიათ. დუისის საჯარო სკოლის დირექტორის, ლილი სვიაკაურის თქმით, შესაბამისი სახელმძღვანელოების არსებობის შემთხვევაში მომავალში ჩეჩნური ენა უფრო მაღალ კლასებშიც შეისწავლება.

ვრცლად

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე გახდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე გახდა. ის აკადემიურის საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

ვრცლად

 

სკოლის მოსწავლეებისათვის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სკოლის მოსწავლეებისთვის, 2016-2017 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის შედეგად გამოავლინდება სამი საუკეთესო გუნდი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარადგენენ პროექტებს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში. პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017 წლის აპრილში NASA-ში, აშშ–ში გაემგზავრება.

ვრცლად

 

ჩვენს მომავალ მთავრობაში უფულობის გამო არცერთ სტუდენტს არ შეუჩერდება სტატუსი - მიხეილ სააკაშვილი [Video]

„ჩვენს მომავალ მთავრობაში, რომელიც დაიწყებს ამოქმედებას 9 ოქტომბრიდან, არცერთი სტუდენტი არ გაირიცხება, ვისაც აქვს მინიმალური მოსწრება და არ შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი უმაღლეს სასწავლებლებში, უფულობის გამო“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

ვრცლად

 

სოფელ ჯუგაანში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში  75 ბავშვზე გათვლილი, ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, შენობაში შიდა ინტერიერის მოწყობა სრულდება და ახალი საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს 26 სექტემბრიდან მიიღებს.

ვრცლად

 

გვერდი 6 / 67

სხვა ამბები

19 წლის პაკისტანელი მალალა იუსაფზაი კანადის საპატიო მოქალაქე გახდა

ნობელის პრემიის ლაურეატსა და გაეროს მშვიდობის ელჩს, 19 წლის პაკისტანელ მალალა იუსაფზაის კანადის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. ყველაზე ახალგაზრდა საპატიო მოქალაქეს ეს წოდება კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ მიანიჭა.

დაწვრილებით  

ავღანელ ბავშვებს ქართველმა სამხედროებმა ზუგდიდიდან გაგზავნილი სასკოლო ნივთები გადასცეს

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ერთობლივი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 24.08.17
09:00-12:00
Clear skyfrom northeast24°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east27°C3.5m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.8m/s
0mm
პარასკევი 25.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
შაბათი 26.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.5m/s
0mm
კვირა 27.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east23°C2.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31