20:25:20

ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა აშენდება

ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობა დაიწყო. ბიბლიოთეკაში განთავსდება თანამედროვე წიგნთსაცავი მოძრავი სტელაჟებით, საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ელექტრონული ბარკოდერების წამკითხავებით, სამკითხველო დარბაზებით.

ვრცლად

 

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს სახელმწიფოს სრული დაფინანსებით შეუძლიათ დაეუფლონ სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა, საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში 8 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. წელს პირველად, აპლიკანტებს საშუალება აქვთ ასევე გამოიყენონ ელექტრონული რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge.

ვრცლად

 

უფასოდ სწავლის საშუალება მიეცემათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც რეალურად სწავლობენ - ჯეჯელავა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, ე.წ. უფასო ფაკულტეტების დაფინანსებასთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სტუდენტმა გარკვეულ დონეზე უნდა ისწავლოს, რომ ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ადგილი შეინარჩუნოს.

ვრცლად

 

სამაგისტრო და მასწავლებელთა გამოცდისთვის რეგისტრაცია იწყება

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა, ასევე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია 20 მარტს დაიწყება. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge 5 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

ვრცლად

 

უნგრეთი ქართველი სტუდენტებისთვის ყოველწლიურად 50-მდე სტიპენდიას გამოყოფს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობას და ყოველწლიურად ქართველი სტუდენტებისთვის ორმოცდაათამდე სტიპენდიას გამოყოფს უნგრეთში უმაღლესი განათლების მისაღებად.

ვრცლად

 

სამაგისტრო და მასწავლებელთა გამოცდისთვის რეგისტრაცია 20 მარტს დაიწყება

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 20 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.

ვრცლად

 

სკოლებში სანიტარული ნორმების დარღვევასთან სერიოზული ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული - ჯეჯელავა

სკოლებში სანიტარული ნორმების დარღვევასთან სერიოზული ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისივე თქმით, სანიტარული ნორმების დაუცველობის გამო, ავტორიზაცია 7-8 სკოლას გაუუქმდა.

ვრცლად

 

8 მარტიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება

საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. წელს სკოლებში სააღდგომო არდადეგები აღარ იქნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულზე სკოლებიც ისევე დაისვენებენ, როგორც სხვა სამსახურები: წითელ პარასკევს - 14 აპრილს და ორშაბათს - 17 აპრილს.

ვრცლად

 

განათლების სამინისტრო სკოლებში თავისუფალი გაკვეთილების დაფინანსებას იწყებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში თავისუფალი გაკვეთილების პროექტს იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.

ვრცლად

 

ქართველმა მკვლევარმა ნუცა კობახიძემ გეილ კელის სახელობის ჯილდო მიიღო

ნუცა კობახიძე პირველი ქართველია, ვინც განათლების სფეროში გეილ კელის (Gail P. Kelly) სახელობის საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდო მიიღო. ქართველი მკვლევარის სადოქტორო დისერტაცია 2016 წლის საუკეთესო დისერტაციად დასახელდა.

ვრცლად

 

სოფელ მანავში საბავშვო ბაღი გაიხსნა [Photos]

საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში N2 საბავშვო ბაღის გარემონტებული შენობა გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა, ახალი ინვენტარით აღიჭურვა. შენობა 25 ბავშვზეა გათვლილი.

ვრცლად

 

ხუთი ქართველი მოსწავლე NASA-ში გაემგზავრება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“, კონკურსში გამარჯვებული სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის გუნდი „სმართ ქიდს“ გახდა. ნათია შამათავა, დეა ჩიტაია, ალექსი ტყებუჩავა, ლიკა კოკაია და გვანცა ჩიქოვანი NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან.

ვრცლად

 

თბილისის მერია სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად 1-ლი მარტიდან საბუთების მიღებას იწყებს

სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, 1 მარტიდან საბუთების მიღებას იწყებს.

ვრცლად

 

პედაგოგის მიერ საგნის ცოდნა არ ნიშნავს რომ ის კარგი პედაგოგია - ალექსანდრე ჯეჯელავა

ვიცე-პერემიერისა და განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებელთა შეფასება სხვადასხვა კომპონენტით მოხდება. მინისტრის განმარტებით, საგნის ცოდნის კომპეტენციის გარდა, მასწავლებლებმა უნდა დაადასტუროს კომპეტენცია პედაგოგიურ უნარებშიც.

ვრცლად

 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებისათვის რეგისტრაცია დაიწყო და 31 მარტს, 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაციას აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.geonline.naec.ge).

ვრცლად

 

ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

განათლებისა სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. მსურველთა რეგისტრაცია შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში 2 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ვრცლად

 

19 წლის ელენე მაჩაიძემ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სრული დაფინანსება მოიპოვა

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, 19 წლის ელენე მაჩაიძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT) ჩაირიცხა. ელენეს განათლება 60 000 დოლარამდე ჯდება და მთლიან ხარჯს ამერიკული უნივერსიტეტი დაფარავს.

ვრცლად

 

თელავის მე-4 სკოლის მასწავლებელს მე-7 კლასში გაკვეთილის ჩატარება აეკრძალა

თელავის N4 საჯარო სკოლის მასწავლებელს, რომელსაც მე-7 კლასის მოსწავლე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს, აღნიშნულ კლასში გაკვეთილის ჩატარება აეკრძალა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორმა ეკატერინე გიგიტელაშვილმა განუცხადა, დისიპლინური საბჭოს გადაწყვეტილებით, პედაგოგმა მკაცრი საყვედურიც მიიღო.

ვრცლად

 

დევნილი აბიტურიენტები გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ კურსებს უფასოდ გაივლიან

დევნილთა სამინისტროსა და შპს „ნებულას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, დევნილის სტატუსის მქონე აბიტურიენტები საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ საგანმანათლებლო კურსებს უფასოდ გაივლიან.

ვრცლად

 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

2016 სასწავლო წელს, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსი 200-მდე სტუდენტს შეუჩერდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო კახაშვილმა განუცხადა, სტუდენტებს სტატუსის აღდგენა 5 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 66

ფირნიშები

სხვა ამბები

აეროპორტში პატრიარქის დახვედრის მსურველებს ავტობუსები უფასოდ მოემსახურება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აეროპორტის მიმართულებით მრევლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ავტობუსები 14:30 საათზე ვარდების მოედანზე გაჩერდებიან და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ. დაწვრილებით  

20 თებერვალს ქალაქ თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 20 თებერვალს, 10:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება თელავში თამარის, დავითაშვილისა და მუსხელიშვილის ქუჩებს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
04:00-07:00
RainNNW5°C4.1m/s
1.2mm
07:00-13:00
Light rain showersfrom northwest3°C2.3m/s
0.5mm
13:00-19:00
Clear skyfrom west-northwest9°C4.3m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom north6°C2.2m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 13:00-19:00
Clear skyfrom northwest11°C3.2m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast6°C2.2m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom north-northeast11°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30