09:15:51

ფირნიშები
Share |

საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის, - კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ეკონომიკური რეფორმების ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ცვლილებებზე ეკონომიკურმა გუნდმა იმუშავა - უპირველეს ყოველისა, ფინანსთა სამინისტრომ, თუმცა, ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენობის დროს საკმაოდ მოცულობითი სამუშაო შეასრულა გიორგი გახარიამ.

„პაკეტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება. ასევე, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს - მაგალითად, სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები და ა.შ. ასევე, პაკეტში შედის ისეთი მნიშვნელოვანი სტიმულები ცალკეული დარგებისთვის, როგორიცაა, მაგალითად შიდა ავიაციის სტიმულირება. ამისთვის ჩვენ დღგ-სადა აქციზისგან ვათავისუფლებთ საავიაციო საწვავის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი ბორტზე მისაწოდებლად, ასევე - სხვადასხვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ცვლილება მიზნად ისახავს ტურიზმის ხელშეწყობას, ვინაიდან შიდა ავიაცია ძირითადად სუბსიდირებადი დარგია და ამ მიმართულებით საჭიროა განსაკუთრებული სტიმულები, რათა შიდა მიმოსვლა მაქსიმალურად გამარტივდეს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სპეციალური წამახალისებელი ზომები იქნება მიღებული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მიკროელექტროსადგურები აქვთ.

„ჩვენ გვინდა, მწვანე ენერგია მაქსიმალურად წავახალისოთ და მოქალაქეების მიერ მიკროელექტროსადგურების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა გაიყიდოს ისე, რომ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ დაიბეგროს. მოგეხსენებათ, ზოგიერთ ქვეყანაში დღეს ძალიან გავრცელებულია მზის ელექტროსადგურის სასახურავე პანელები და ამ პანელების წახალისება გვინდა. ამ მიმართულებით, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები კოორდინირებულად მუშაობენ. ჩვენ გვსურს, არამარტო ეს საგადასახადო სტიმული გვქონდეს, არამედ - გარკვეული დაფინანსების მექანიზმებიც, რათა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სადაც მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის იერსახის დაცვა, ამ ტიპის მიკროელეტროსადგურების ინოვაცია გამოვიყენოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ცვლილებები ასევე ეხება სამშენებლო სექტორსაც. კერძოდ, დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები 2 წლით გახანგრძლივდება.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლომდე 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის მშენებლობის დასრულება იგეგმება და ეს შეღავათები ხელს შეუწყობს დაუსრულებელი მშენებლობის განახლებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა ეს ცვლილება შემუშავდა ბიზნესსექტორთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში - უპირველეს ყოვლისა, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ასოციაციებს.





სხვა ამბები

საქართველოდან იორდანიაში პირდაპირი ფრენები შესრულდება

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია „Air Arabia Jordan“ იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ამანი-თბილისი-ამანი საჰაერო ხაზზე პირდაპირი რეგულარული რეისები 28 აპრილიდან კვირაში 2-ჯერ შესრულდება.

დაწვრილებით  

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 38 წლის მამაკაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმებისას დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 20.11.17
13:00-18:00
Clear skyNNW14°C0.4m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom northwest9°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C1.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 12:00-18:00
Rainfrom northwest6°C3.1m/s
1.5mm
ხუთშაბათი 23.11.17 10:00-16:00
Rainfrom northeast2°C2.5m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 26 27 28 29 30