22:13:02

ფირნიშები
Share |

საგარეჯოში ფისტას პლანტაციის გაშენება იგეგმება

საგარეჯოს რაიონში, 1000 ჰექტარზე ძვირადღირებული კაკლის - ფისტას გაშენება იგეგმება. პროექტს კახეთში საინვესტიციო კომპანია „არიკ ჯგუფი“ განახორციელებს. ურთიერთგაგების მემორანდუმი კომპანიასა და საპარტნიორო ფონდს შორის უკვე გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები დაინტერესებას გამოთქვამენ საგარეჯოს რაიონში განავითარონ ერთობლივი ბიზნესი - „ვინიჩიო ველი“ (Vinichio Valley), ანუ „მწვანე“ ტურისტული ცენტრი. ძირითადი აქცენტი ქართული ფისტას და ღვინის წარმოებაზე გაკეთდება. იგეგმება ღვინის, მშრალი ხილის და ფისტას მწარმოებელი სამი სხვადასხვა ქარხნის მშენებლობაც.

„ამ ეტაპზე დასრულებულია 125 ჰექტარი ინდუსტრიული ვენახის და 50 ჰექტარი ხილის ბაღების გაშენება. სამომავლოდ დაგეგმილია 400 ჰექტარი ვენახის, 400 ჰექტარი ხილის ბაღებისა და 1000 ჰექტარი ფისტას პლანტაციის გაშენება. „არიკ ჯგუფს“ ადგილობრივ კლიმატზე და ნიადაგურ პირობებზე მორგებული ფისტას ახალი ჯიშის გამოსავლენად ჩატარებული აქვს მეცნიერული კვლევა. კვლევაზე დაყრდნობით გადაწყვიტა კომპანიამ განეხორციელებინა ინვესტიცია. შესაბამისად „არიკ ჯგუფი“ ვალდებულებას იღებს აღნიშნულ პროექტზე მოამზადოს ბიზნეს გეგმა, ხოლო საპარტნიორო ფონდი წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის შესწავლის საფუძველზე, პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება“, - განმარტავენ საპარტნიორო ფონდში.

მათივე ინფორმაციით, „არიკ ჯგუფი“ უცხოური კაპიტალით შექმნილ საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიის და ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. კომპანია საქართველოში 2012 წლიდან ფუნქციონირებს.



სხვა ამბები

კოსოვოს უდიდესი მეჩეთის იმამს ტერორიზმის წახალისებაში ედება ბრალი

კოსოვოს საგანგებო პროკურორმა დედაქალაქ პრიშტინას უდიდესი მეჩეთის იმამს, შეფჩეთ კრასნიჩის ტერორიზმისკენ წაქეზება დასდო ბრალად, რადგან კოსოვოელი იმამი მლოცველებს ამხნევებდა, სირიაში და ერაყში წასულიყვნენ და ჯიჰადისთვის ემსახურათ. დაწვრილებით  

ქურთი ჟურნალისტი მოსულში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ბომბს ემსხვერპლა

30 წლის ქურთი ჟურნალისტი შიფა გარდი, რომელიც ერაყის ქალაქ მოსულის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან გათავისუფლების ოპერაციას აშუქებდა, ბომბის აფეთებას ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად დაშავდა მისი ოპერატორი. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 18.01.18
03:00-06:00
Cloudyfrom west-2°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-3°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Cloudyfrom east-northeast2°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom west1°C0.7m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Clear skyfrom west7°C1.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast5°C0.6m/s
0mm
კვირა 21.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest3°C1.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
25 26 27 28 29 30