16:59:29

ფირნიშები
Share |

მეფუტკრეობის კოოპერატივების განვითარების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო და 5 მაისამდე გაგრძელდება. პროგრამის მიზანია სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და  წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფა.

პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივებს, ღირებულების 30%-ად, გადაეცემათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა (არაუმეტეს 100 ცალი), 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი), თაფლის შესანახი  სხვადასხვა მოცულობის (40, 60 და 220-ლიტრიანი) ავზები, რომელთა ჯამური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრს, ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და  ფიჭის ანათლის ავზით.

იმ კოოპერატივს  რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირები, ასევე იმ კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეებს შეადგენენ მხოლოდ ქალები, კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ღირებულების 20% -ის ოდენობით. 

პროგრამაში მონაწილეს შეუძლია  მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის  სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალკ-ცალკე.

კოოპერატივის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ შემოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. მონაწილე ასევე  მიიღებს  ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის  №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში განათავსოს ფუტკრის ოჯახები სკების მიღებიდან 2 წლის ვადაში.

დაინტერესებულ პირებს პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე  (www.acda.gov.ge)  შეუძლიათ.



სხვა ამბები

ყვარელში მაშველებმა თოვლში მოყოლილი ტურისტები გადაარჩინეს

მაშველებმა, ყვარლის რაიონში, დაღესტნის საზღვართან თოვლში მოყოლილი შვიდი ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ერთ-ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

დაწვრილებით  

სოფელ ხაშმში მცხოვრები ომის ვეტერანი ალექსანდრე ყვარელაშვილი 100 წლის გახდა

საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ალექსანდრე ყვარელაშვილი 100 წლის გახდა. ომის ვეტერანს იუბილე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირქტორმა ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირადად მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 19.09.17
21:00-00:00
Clear skyfrom south-southwest22°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 20.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.4m/s
0mm
ხუთშაბათი 21.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.7m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 10:00-16:00
Clear skyfrom east23°C1.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30