13:42:20

ფირნიშები
Share |

2016 წელს საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 8 %-ით გაიზარდა

საქართველოს ავტოპარკი 2016 წელს 8%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის მონაცემებით, საქართველოში 1 126 470 მსუბუქი, მსუბუქი მაღალი გამავლობის, სატვირთო და სამგზავრო ავტომანქანაა რეგისტრირებული. ავტოპარკის 91% 2007 წლამდეა წარმოებული. 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 1,3%-ს შეადგენს.

შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს ავტომანქანების იმპორტის მოცულობა 4.7 %–ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტ-რეექსპორტი 16.7%-ით შემცირდა.

„იმპორტიორ ქვეყნებში იაპონია კვლავ ლიდერია. იაპონიიდან იმპორტმა 2016 წელს მთელი იმპორტის 45% შეადგინა. საქართველოდან ექსპორტ-რეექსპორტირებული ავტომანქანების უმრავლესობა კვლავ სომხეთსა (57%) და აზერბაიჯანში (9%) გადის, თუმცა აზერბაიჯანში გაყვანილი ავტომანქანების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 62%-ით შემცირდა, ხოლო სომხეთში გაყვანილი ავტომანქანების რაოდენობა - 25%–ით“, - აღნიშნულია შსს-ის დოკუმენტში.

მათივე ინფორმაციით, იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია. 0,8% აირზე მომუშავე ავტომანქანების იმპორტზე მოდის, ხოლო ჰიბრიდების იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა და მთელი იმპორტის 5,7% შეადგინა. 2016 წელს იმპორტირებულია 34 ერთეული ელექტრომობილი.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია MERCEDES-BENZ-ის და OPEL-ის მარკის ავტომანქანები. 2016 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა NISSAN-ის (31%–ით) და TOYOTA-ს (31%–ით) რაოდენობები.



სხვა ამბები

ომბუდსმენი: შესაძლოა, მივიღოთ მედიამრავალფეროვნების დაკარგვა, რაც უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

„რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სახალხო დამცველი ეხმაურება. ომბუდსმენი ოფიციალურ განცხადებაში იმ კანონდარღვევებსა და გადაცდომებზე მიუთითებს, რომელსაც მისი შეფასებით, დავის განხილვის დროს გამოვლინდა.

დაწვრილებით  

რუსეთში სიღარიბის ზღვარზე 19.8 მილიონი მოქალაქე იმყოფება

რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის თანახმად, სიღარიბის ზღვარზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ 19.8 მილიონს მიაღწია, რაც 300 ათასით მეტია გასულ წელთან შედარებით. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
18:00-00:00
Fairfrom east8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30