08:30:00

ფირნიშები
Share |

2016 წელს საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 8 %-ით გაიზარდა

საქართველოს ავტოპარკი 2016 წელს 8%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის მონაცემებით, საქართველოში 1 126 470 მსუბუქი, მსუბუქი მაღალი გამავლობის, სატვირთო და სამგზავრო ავტომანქანაა რეგისტრირებული. ავტოპარკის 91% 2007 წლამდეა წარმოებული. 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 1,3%-ს შეადგენს.

შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს ავტომანქანების იმპორტის მოცულობა 4.7 %–ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტ-რეექსპორტი 16.7%-ით შემცირდა.

„იმპორტიორ ქვეყნებში იაპონია კვლავ ლიდერია. იაპონიიდან იმპორტმა 2016 წელს მთელი იმპორტის 45% შეადგინა. საქართველოდან ექსპორტ-რეექსპორტირებული ავტომანქანების უმრავლესობა კვლავ სომხეთსა (57%) და აზერბაიჯანში (9%) გადის, თუმცა აზერბაიჯანში გაყვანილი ავტომანქანების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 62%-ით შემცირდა, ხოლო სომხეთში გაყვანილი ავტომანქანების რაოდენობა - 25%–ით“, - აღნიშნულია შსს-ის დოკუმენტში.

მათივე ინფორმაციით, იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია. 0,8% აირზე მომუშავე ავტომანქანების იმპორტზე მოდის, ხოლო ჰიბრიდების იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა და მთელი იმპორტის 5,7% შეადგინა. 2016 წელს იმპორტირებულია 34 ერთეული ელექტრომობილი.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია MERCEDES-BENZ-ის და OPEL-ის მარკის ავტომანქანები. 2016 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა NISSAN-ის (31%–ით) და TOYOTA-ს (31%–ით) რაოდენობები.



სხვა ამბები

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის რეგისტრაცია შეაჩერა

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის - ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობაზე დეკანოზ მიქაელ (მიხეილ) ფოფხაძის რეგისტრაცია შეაჩერა. ფოფხაძემ ტელეკომპანიის დირექტორად დასარეგისტრირებლად რეესტრს თავად მიმართა და თანამდებობაზე დასანიშნად პატრიარქის გადაწყვეტილება წარადგინა.

დაწვრილებით  

ლომბარდებიდან უსაბუთოდ ჩაბარებული მობილური ტელეფონები და ტელევიზორები ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ლომბარდებში სხვადასხვა სახის ტექნიკას და მობილურ ტელეფონებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იბარებდნენ. სამართალდამცავებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მობილური ტელეფონები, ტელევიზორები და სხვადასხვა სახის ტექნიკა ამოიღეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.06.17
13:00-18:00
Light rain showersfrom east20°C1.4m/s
0.3mm
18:00-00:00
FairNNW20°C2.3m/s
0mm
შაბათი 24.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast21°C1.3m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom north-northeast24°C0.5m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-northeast20°C3.1m/s
0.5mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30