20:38:28

Share |

ქართული თხილის ექსპორტი განახევრდა

2017 წელს საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტი შემცირდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტმა საქართველოს მთლიან ექსპორტში იანვარ-მარტში 3,5% შეადგინა, გასული წლის ამავე პერიოდში კი 7,5%-ი იყო.

თანხობრივად წელს თხილისა და კაკლის ექსპორტმა 17 მილიონი დოლარი შეადგინა, წინა წელს კი ეს ციფრი 32 მილიონი დოლარი იყო.

„თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ექსპორტის შემცირების მიზეზი პირველ კვარტალში სწორედ ცუდი მოსავლიანობა იყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს მავნებლის გამო მიყენებულმა ზარალმა 63 მილიონი ლარი შეადგინა. მთავრობა წელს მავნებლის წინააღმდეგ სპეციალურ პროგრამას იწყებს, რომლისთვისაც 13 მილიონი ლარი დაიხარჯება.



ფირნიშები

სხვა ამბები

ევროპის ზოოპარკებმა თბილისის ზოოპარკს 14 ცხოველი აჩუქეს

თბილისის ზოოლოგიურ პარკს 14 ახალი ბინადარი შეემატა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უსურიის ვეფხვი რიგის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს, 7 ბენეტის ვალაბი (მცირე ზომის კენგურუ) ლონდონის ზოოპარკიდან, 6 ფაფრიანი ცხვარი კი დიდი ბრიტანეთის ბენჰემის ზოოპარკიდან. ცხოველები დღეს გამთენიისას, სპეცრეისით ჩამოაფრინეს და უკვე თბილისის ზოოპარკში არიან დაბინავებული. დაწვრილებით  

ვეჯინში ამბულატორიის ასაშენებლად 100 000 ლარი გამოიყო

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში ამბულატორიის ახალი შენობა აშენდება. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო. შენობა, სადაც ამჟამად პაციენტებს ემსახურებიან, ავარიულ მდგომარეობაშია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 01.05.17
01:00-06:00
Clear skyNNW14°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west13°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
ხუთშაბათი 04.05.17 10:00-16:00
Rain showers17°C1.3m/s
1.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30