13:46:01

ფირნიშები
Share |

ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილია - პრემიერი

ბიზნესის გვერდში დგომა და ხელშეწყობა ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის სწრაფ განვითარებას და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით, დღის წესრიგში დგას არსებული სახელმწიფო პროგრამების გაფართოება და მათი ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდა.

„აწარმოე საქართველოში“ მთლიანად არის ორიენტირებული სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოსახლეობის ჩაბმაზე. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდა 170-მდე პროექტი და მათი ჯამური ინვესტიცია 400 მილიონ ლარამდეა. მხოლოდ ამ ინვესტიციების საშუალებით ჩვენს ქვეყანაში 7 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ამ პროგრამის ფარგლებში 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში დავაფინანსეთ 20-ზე მეტი პროექტი და ინვესტიციების ჯამური ოდენობა 34 მილიონ ლარს შეადგენს. კინოინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა 7 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც გადამზადებულია 9000-მდე ბენეფიციარი, თანადაფინანსება მიიღო 5000-მდე ბენეფიციარმა და შეიქმნა 5 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ეს არის მნიშვნელოვანი შედეგები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ პროგრამამ ახალი სიცოცხლე შეიტანა ეკონომიკაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამაში შემავალი ყველა კომპონენტი გარდაიქმნება ერთ სტრუქტურად, სახელწოდებით - „აწარმოე საქართველოში“ და გააერთიანებს სამ კომპონენტს: ბიზნესს (ადგილობრივი წარმოება), ექსპორტსა და ინვესტიციებს.



სხვა ამბები

ესპანეთში ინტერნაციონალურ დღეზე საქართველო თუშების ოჯახმა წარადგინა

ესპანეთში, ვალენსიის მხარეში ინტერნაციონალური დღე გაიმართა, სადაც საქართველო თუშების ოჯახმა წარადგინა. სულხან იდოიძე და მაია თავბერიძე ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვნიდან არიან. გამოფენაზე ისინი თუშური ტრადიციული კერძებით წარსდგნენ, მათმა შვილებმა ქართული ფოლკლორული ცეკვებიც შეასრულეს. 

დაწვრილებით  

უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები და სამინისტროს ცხელი ხაზის სამსახური.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast14°C0.8m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast14°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast11°C1.0m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 10:00-16:00
Clear skyfrom northwest12°C0.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30