04:37:29

ფირნიშები
Share |

იაპონიაში 14 ქართული კომპანიის ღვინო წარადგინეს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა „Wine and Gourmet Japan 2017” გაიმართა, სადაც 14 ქართული ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება, სემინარი-დეგუსტაცია „საქართველო - 8 ათასი რთველი“ გაიმართა.

საქართველოს ერთიან სტენდზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, ,,იმერი“, „კახური“, „კახური ტრადიციული მეღვინოება“, „ვაინმენი“, „მარანული“, „შილდა“, „გიუაანი“ „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, ,,შუმი“, ,,საწნახელი“ და „როიალ ხვანჭკარა“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სემინარმა, რომელსაც ამავე სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა, ღვინის პროფესიონალებისა და ადგილობრივი მედიის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.

გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო. მისი თქმით, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის იმპორტის ზრდას იაპონიაში.

„ქართული ღვინის ცნობადობა იაპონიაში ყოველწლიურად იზრდება, რაც გამოწვეულია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ჩვენი საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით. ქართული ღვინის იმპორტი წლიდან წლამდე 15-20%-ით იზრდება. იაპონიის ბაზარს ყოველწლიურად მინიმუმ სამი იმპორტიორო კომპანია ემატება, რომელსაც ქართული ღვინო შემოაქვს, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში საქართველოდან იაპონიაში ღვინის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული ღვინო, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო, ძალიან კარგად ეხამება იაპონურ სამზარეულოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“ - აღნიშნა ლევან ცინცაძემ.

2017 წელს „Wine and Gourmet Japan“ -ს 75 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენად ითვლება აზიის მასშტაბით.



სხვა ამბები

შესაძლოა დახურულ სივრცეში ელექტროსიგარეტისა და ჩილიმის მოწევაც აიკრძალოს

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება ტერმინი „თამბაქოს ნაწარმი“ და მას ემატება ისეთი თამბაქოს ნაწარმის სახეობა როგორებიცაა მაგალითად „ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო“, „საწუწნი თამბაქო“, „ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების ნიკოტინის შემცველი მასალები/კარტრიჯები/კაფსულები” და ა.შ. დაწვრილებით  

რუსთავში ხანძარს 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

რუსთავში ქვის გადამამუშავებელი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დარაჯის ოთახში ეძინა და ხანძრის დროს წარმოქმნილი კვამლით გაიგუდა. 

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.07.17
09:00-12:00
Clear skyfrom east-northeast24°C1.4m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east30°C2.3m/s
0mm
პარასკევი 28.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast30°C1.9m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom north-northeast31°C1.1m/s
0mm
კვირა 30.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast27°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30