04:01:25

ფირნიშები
Share |

ცოცხალი ცხვრის ექსპორტი 63 %–ით შემცირდა, ცხვრის ხორცის 628 %–ით გაიზარდა

2016 წელს, საქართველოდან 6 ქვეყანაში ექსპორტირებულია 154 868 ცოცხალი ცხვარი, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 87 247 სულით ნაკლებია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს 10 195 000 აშშ დოლარის ღირებულების ცოცხალი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე (19 678 000) 9 483 000 დოლარით ნაკლებია.

ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს ექსპორტზე, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი, 21 040 000 აშშ დოლარის ღირებულების 242 778 ცოცხალი ცხვარი გავიდა; 2013 წელს 191 369 ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, რაც თანხობრივად 15 547 000 დოლარს შეადგენს; 2012 წელს 18 035 000 აშშ დოლარის ღირებულების 172 690 ცხვარი გავიდა; 2011 წელს 14 910 000 აშშ დოლარის ღირებულების 165 067 ცხვარი; 2010 წელს 170 394 ცხვარი გავიდა ექსპორტზე, მიღებულმა შემოსავალმა კი 13 425 000 აშშ დოლარი შეადგინა; 2009 წელს 17 054 000 აშშ დოლარის ღირებულების 261 019 ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. 

ექსპორტიორი ქვეყნებიდან ლიდერობენ: საუდის არაბეთი (81 005 ცხვარი); აზერბაიჯანი (60 363 ცხვარი); არაბთა გაერთიანებული ემირატები (5 450ცხვარი); ყატარი (4 750 ცხვარი); ქუვეითი (2 000 ცხვარი); სომხეთი (1 300 ცხვარი).

აღნიშნულ ქვეყნებში 2017 წლის ორ თვეში (იანვარ-თებერვალი) 14 464 სული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა.

ცოცხალი ცხვრის ექსპორტისგან განსხვავებით, 2016 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი (ახალი, გაცივებული ან გაყინული) ცხვრის ხორცის ექსპორტი. გასულ წელს საქართველოდან 754 ტონა ცხვრის ხორცის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მონაცემებზე (12 ტონა) 666 ტონით მეტია. 2016 წელს 3 694 000 აშშ დოლარის ღირებულების ცხვრის ხორცი გავიდა ექსპორტზე, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 3 606 000 აშშ დოლარით აღემატება.

2014 წელს ექსპორტზე 96 ტონა ცხვრის ხორცი გავიდა; 2013 წელს 93 ტონა; 2012 წელს 231 ტონა; 2011 წელს 3 ტონა.

ცხვრის ხორცის ყველაზე დიდი რაოდენობით ირანში გავიდა - 578 ტონა, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში - 137 ტონა, დანარჩენ ქვეყნებში - 39 ტონა.

აღნიშნულ ქვეყნებში 2017 წლის ორ თვეში (იანვარ-თებერვალი) 2 087 000 დოლარის ღირებულების 431 ტონა ცხვრის ხორცის ექსპორტი განხორციელდა.

საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის ბექა გონაშვილის განცხადებით, 2016 წელს საქართველოში ცხვარი სომხეთიდან და რუსეთიდან შემოჰყავდათ და ქართული ცხვრის სახელით გაჰყავდათ, რაც აღნიშნულ სტატისტიკაში ასახული არ არის.

„საქართველოში, რეალურად გვყვავს 170–200 ათასი სული ცხვარი, რომ ექსპორტი განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მონაცემები არ ასახავს რეალურ მდგომარეობას. მოგეხსენებათ, 2016 წელს ცხვარი შემოდიოდა სომხეთიდან და გადიოდა ქართული ცხვრის სახელით. აქედან გამომდინარე, სამინისტრო ექსპორტის დროს ცხვრის წარმომავლობის დადგენას ვერ მოახდენდა. შარშან, ამ პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე გასული 35 ათასი სული ცხვრიდან 7 ათასი რუსეთიდან შემოყვანილი, ხოლო 5 ათასი სომხეთიდან 2015 წელს შემოყვანილი და დარჩენილი ცხვარი იყო“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბექა გონაშვილმა.

მისივე თქმით, 2016 წელს, ცოცხალის ცხვრის ექსპორტი ცხვრის ხორცზე გაზრდილი მოთხოვნის გამო შემცირდა. 



ამ თემაზე:

საუდის არაბეთის უმსხვილეს სავაჭრო ქსელში ქართული ცხვრის ხორცი იყიდება

სხვა ამბები

გერმანიის პოლიციამ ხალხში მანქანით შეჭრილი თავდამსხმელი დაჭრა

გერმანიის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დაჭრა თავდამსხმელი, რომელმაც მანამდე ქალაქ ჰაიდელბერგის ცენტრალურ მოედანზე ფეხით მოსიარულეებს მანქანა დააჯახა. ინცინდენტის შედეგად 73 წლის მამაკაცი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაწვრილებით  

არასამთავრობოები ევროსასამართლოს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე აღსრულების შეჩერების ვადის გახანგრძლივებას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები სტარსბურგის სასამართლოს მოუწოდებენ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაახანგრძლივოს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 24.05.17
08:00-12:00
Heavy rainfrom west-northwest12°C1.5m/s
3.8mm
12:00-18:00
Rain showersfrom north12°C1.6m/s
2.7mm
18:00-00:00
FairNNW14°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Fairfrom east18°C1.4m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east19°C1.5m/s
0mm
შაბათი 27.05.17 10:00-16:00
Rainfrom northeast18°C1.2m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30