17:35:37

ფირნიშები
Share |

ვარდისუბნელმა ზაზა კბილაშვილმა ქვევრის მუზეუმი და სადეგუსტაციო მარანი გახსნა [Photos]

36 წლის ქვევრის ოსტატმა, ზაზა კბილაშვილმა თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში სადეგუსტაციო მარანი გახსნა, სადაც ქართველ და უცხოელ სტუმრებს ქვევრის ღვინის წარმოების ნახვა (ქვევრებში ღვინის დუღილი, დაწმენდა, ქვევრის გახსნა), ქვევრიდან ღვინისა და ჭაჭის ამოღება და დაგემოვნება შეეძლებათ. ღვინის დეგუსტაციის პარალელურად ზაზა კბილაშვილი დამთვალიერებელს ქვევრის დამზადების პროცესს გააცნობს.

როგორც ზაზა კბილაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, სადეგუსტაციო მარნის გახსნის მიზანი ქართული ღვინისა და მისი ქვევრში დაყენების პოპულარიზაციაა. ქვევრის სახელოსნოში ტურის ღირებულება 1 ადამიანისთვის 10 ლარია.

„სადეგუსტაციო მარნის გაკეთების სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს UNESCO-მ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. UNESCO-ში წარსადგენი ფილმი მერაბ კოკოჩაშვილმა ჩვენი ქვევრის სახელოსნოში გადაიღო. ამ აღიარების შემდეგ ტურისტების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და გადავწყვიტე, რომ მათთვის ქვევრის დამზადების პროცესის გარდა, ჩემ ვენახში მოყვანილი ყურძნით დაყენებული ღვინოც შემეთავაზებინა. სადეგუსტაციო მარანში 7 ქვევრია. აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ ქვევრის ღვინის წარმოების პროცესებს - ღვინის დუღილს და დაწმენდას, ქვევრის დალუქვასა და გახსნას, ქვევრიდან ღვინისა და ჭაჭის ამოღებას და სხვა. ჩვენ ქვევრში დაყენებული ღვინო და არაყი შხამქიმიკატების გარეშე, ბიო სასუქებით მოყვანილი ყურძნისგან იწარმოება. ამის პარალელურად მე და მამა სტუმრებს ვაჩვენებთ ქვევრის დამზადების პროცესს - თიხის მოზელიდან დაწყებული, ქვევრების გამოწვით დამთავრებული“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზაზა კბილაშვილმა. 

მისივე თქმით, მომავალში ვენახის გაფართოებას და ღვინის ჩამოსხმას გეგმავს.

მეთუნეობა კბილაშვილების ოჯახური ტრადიციაა. ზაზას მამა, 63 წლის რემი კბილაშვილი უკვე 37 წელია ამ საქმეს მისდევს. მამა-შვილი სეზონზე 16 ქვევრს ამზადებს. ქვევრების მოცულობა ორი ტონაა.

ქვევრის დასამზადებლად თიხა ცივის მთიდან ჩამოაქვთ. უკვე დამზადებულ ქვევრებს კი სპეციალურ ღუმელში 1 300 გრადუსზე წვავენ. კბილაშვილების მიერ დამზადებულ ქვევრებს ძირითადად ადგილობრივი სასტუმროები და ღვინის მარნები ყიდულობენ. რამდენიმე ქვევრი გასაყიდად იტალიასა და ამერიკაშიც გაიტანეს.



სხვა ამბები

გერმანიის პოლიციამ ხალხში მანქანით შეჭრილი თავდამსხმელი დაჭრა

გერმანიის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დაჭრა თავდამსხმელი, რომელმაც მანამდე ქალაქ ჰაიდელბერგის ცენტრალურ მოედანზე ფეხით მოსიარულეებს მანქანა დააჯახა. ინცინდენტის შედეგად 73 წლის მამაკაცი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაწვრილებით  

ჯარისკაცებისთვის განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა მიუღებელია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს 104 ტონა შოკოლადის ნაწარმისა და 125 კილოგრამი კარამელის კანფეტის შესყიდვისათვის გამოცხადებული ტენდერის შესახებ. შსს-ში აცხადებენ, რომ ჯარისკაცების, მესაზღვრეებისა და მეხანძრე-მაშველებისთვის განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა მიუღებელია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
22:00-00:00
Cloudyfrom northwest21°C1.3m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom northeast23°C1.3m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east26°C2.2m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30