18:41:04

ფირნიშები
Share |

2017-2020 წლებში საქართველოში 2500 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

2017-2020 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშენდება 1 000 კილომეტრი გზა, საიდანაც 350 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი, ხოლო 650 კმ შიდასახელმწიფოებრივი - რეგიონული მნიშვნელობის გზებია. მათივე თქმით, ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში დამატებით 500 ათასამდე ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად, ქვეყანაში 40 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო ქვეყანა უფრო ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული გახდება.

„ჩვენმა ქვეყანამ უკვე შექმნა წარმატების ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია: ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, ჩვენი ქვეყანა დავაყენეთ დემოკრატიული განვითარების გზაზე და სტაბილური განვითარებით ვქმნით ახალ რეალობას. დღეს ჩვენ ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ წარმატების სრულიად ახალი ისტორია, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს ექნება ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისთვის. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის განვითარების ხედვა, ის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ შეიმუშავა, გარდამტეხ როლს შეასრულებს საქართველოს სწრაფ განვითარებაში, სწრაფ წინსვლაში და სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საკმარისი რესურსი არსებობს, რომ რეგიონები თანაბრად განვითარებული იყოს.

„21-ე საუკუნეში გეოგრაფიული მდებარეობა აღარ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას ჯანდაცვის, განათლების მიღების, სოციალური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის, ბიზნესის კეთებისა თუ სხვა თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



სხვა ამბები

მეუფე პეტრე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას, - ამის შესახებ ნათქვამია ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრეს წერილში, რომლითაც იგი პატრიარქს, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსა და სინოდის სხდომის მდივანს, მიტროპოლიტ შიოს მიმართავს. მეუფე პეტრეს წერილს მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

დაწვრილებით  

საბავშვო ბაღებიდან ამოღებული ხორცი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურებული აღმოჩნდა

ლაბორატორიული დასკვნის თანახმად, რუსთავის 4 საბავშვო ბაღიდან ამოღებული ხორცი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურებული აღმოჩნდა. ხორცის ნიმუშები რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 11.12.17
23:00-00:00
Fairfrom south-southwest0°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 12.12.17 12:00-18:00
Fairfrom northeast5°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom south-southeast2°C1.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30