17:35:55

ფირნიშები
Share |

ყავა ველოსიპედზე - 19 წლის ცოტნე ყალიჩავას მოსიარულე ბიზნესი

პირველად საქართველოში ველოსიპედით მორთმეული ყავის „Bicycle Coffee“-ს ბიზნესი 19 წლის სტუდენტმა ცოტნე ყალიჩავამ წამოიწყო. სამთვლიან ველოსიპედზე მოწყობილ მოსიარულე საწარმოში ცოტნე თურქულ ყავას ცხელ ქვიშაზე ადუღებს. ასევე აქვს ქართული წარმოების შავი და ხილის ჩაი. ველოსიპედი თბილისის ტურისტულ უბნებში (რიყეზე, აბანოთუბანი, ლესელიძე) გადაადგილდება. ყავის ფასი 2 ლარია.

ცოტნე ყალიჩავას თქმით, ველოსიპედით მორთმეული ყავის იდეა ყავის სიყვარულმა შთააგონა. მან ბიზნესი USAID-ის და CRYSTAL JSC MFO-ს მხარდაჭერით დაიწყო.

ყალიჩავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. იგი დილის საათებში ლექციებს ესწრება, შუადღის შემდეგ კი საკუთარ ბიზნესს უძღვება.

ცოტნე ყალიჩავა ზაფხულისთვის ახალი ველოსიპედების დამატებას და მომხმარებლებისთვის ცივი ყავის, გამაგრილებელი სასმელებისა და ნაყინის შეთავაზებას გეგმავს.



სხვა ამბები

დაღესტნის სკოლაში ყუმბარის აფეთქების შედეგად მოსწავლე დაიღუპა

დაღესტანში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი მოსწავლე დაიღუპა, 13 კი დაშავდა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, კომპიუტერების საკლასო ოთახში ყუმბარა აფეთქდა. დაწვრილებით  

დედაზე ძალადობაში ბრალდებულს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
22:00-00:00
Cloudyfrom northwest21°C1.3m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom northeast23°C1.3m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east26°C2.2m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30