03:49:33

ფირნიშები
Share |

Soplidan.ge – თელაველი ნათია ნინიკელაშვილის სოფლის პროდუქტების ინტერნეტ მაღაზია

Soplidan.ge საქართველოში სოფლის პროდუქტების პირველი ინტერნეტ მაღაზიაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია იხილოს 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტი (ხილ-ბოსტნეული, ფრინველისა და საქონლის ხორცი, კვერცხი, თაფლი, რძის ნაწარმი და სხვა), შეუკვეთოს და მეორე დღეს სახლში მიიღოს. ონლაინ მაღაზიის შექმნის იდეა თელაველ 36 წლის ნათია ნინიკელაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, ვებ-გვერდის შექმნის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლებისთვის ნატურალური პროდუქტების შეთავაზებაა.

როგორც ნათია ნინიკელაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მიღებული პროდუქცია სუფთა, დაცულ, მაცივრიან საწყობში თავსდება, საიდანაც ყოველ დღე მომხმარებელთან იგზავნება. მისივე თქმით, პროდუქტი დაბრენდილია და ყველა პროდუქტს აქვს ეტიკეტი მიკრული, ვადისა თუ დასახელების მიხედვით.

„ასეთი სერვისის შექმნა მე და ჩემს მეგობარს, ნინო მღებრიშვილს ყოველდღიურმა საჭიროებამ გვიკარნახა. მეც და ნინოსაც პატარა შვილები გვყვავს და ყოველთვის ვიდექით ამ პრობლემის წინაშე, რომ ჯანსაღი პროდუქტი შეგვეძინა. ამისთვის ხშირად დავდიოდით სოფელში და იქ ვყიდულობდით. აქედან წამოვიდა იდეა, რომ შეიძლებოდა მომხმარებელს ჰქონოდა საშუალება უფრო მარტივად შეეძინა ამგვარი პროდუქტი. ასე შეიქმნა Soplidan.ge, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ემსახურება. თბილისელები უკვეთავენ ინტერნეტით ქართველი გლეხისა და ფერმერის წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და სახლიდან გაუსვლელად იღებენ სახლში. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც ცალკეულ გლეხებთან, ისე - ფერმერებთან. მომხმარებელს ვებგვერდის საშუალებით 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტის შეძენა შეუძლია. ადგილზე მიტანის სერვისის მიუხედავად, Soplidan.ge-ს მიერ მომხმარებლისთვის ინტერნეტით შეთავაზებული პროდუქტების ფასები საბაზრო ფასებისგან ძალიან არ განსხვავდება. აღსანიშნავია, რომ ყველა პროდუქტზე შენახვის ვადები და სტანდარტები დაცულია“, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნათია ნინიკელაშვილმა.

მისივე თქმით, მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის საფასურის გადახდა ინტერნეტის საშუალებით შეუძლია.



სხვა ამბები

ახმეტაში აქცია გაიმართება პანკისში მშენებარე სალოცავის დანგრევასთან დაკავშირებით

დღეს, 28 აპრილს, 13:00 საათზე, ახმეტაში ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის მშენებარე ეკლესიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე სალოცავის დანგრევასთან დაკავშირებით. დაწვრილებით  

სირიაში მომხდარი ორი აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

სირიის დედაქალაქ დამასკოს ცენტრში არსებულ ძველ რაიონში 11 მარტს ზედიზედ მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 22.11.17
08:00-12:00
Cloudyfrom west-northwest5°C2.5m/s
0mm
12:00-18:00
Rainfrom northwest7°C3.6m/s
1.5mm
18:00-00:00
Light snow showersfrom west-southwest3°C0.9m/s
0.8mm
ხუთშაბათი 23.11.17 12:00-18:00
Sleet showersfrom east-northeast4°C2.4m/s
1.4mm
პარასკევი 24.11.17 12:00-18:00
Partly cloudy3°C1.3m/s
0mm
შაბათი 25.11.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest1°C2.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30