10:31:20

ფირნიშები
Share |

ჩინეთში ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები გაშენდება

საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთში, ნინსიას პროვინციაში ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები გაშენდება.

აღნიშნულ საკითხზე ნინსიას პროვინციის ღვინის მრეწველობის განვითარების ადმინისტრაციისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, იური ნოზაძესთან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი სამანიშვილთან შეხვედრაზე იმსჯელეს.

დელეგაციის წევრები ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებით და ქვევრის ღვინის წარმოების საკითხებით დაინტერესდნენ, კახეთის რეგიონში ვენახები დაათვალიერეს და ქართული ღვინის კომპანიებს ესტუმრნენ.

„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთიდან განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაში. საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩინური მხარისთვის საინტერესოა ჩვენი გამოცდილების გაზიარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო იზრდება ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

ნინსიას პროვინციის დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ჩინეთისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, ქართული ვაზის საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს და ქართული ღვინო დააგემოვნეს; ასევე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა, მარანი და ღვინის მუზეუმი მოინახულეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1 794 200 ბოთლი ღვინო, რაც 383%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.



სხვა ამბები

დავით დვალი - მე ცენზორად „რუსთავი 2“-ზე არ დავბრუნდები

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის განცხადებით, „რუსთავი 2“-ზე ცენზურას არ დაუშვებს. ამის შესახებ დვალმა გადაცემა „რეალურ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა. დაწვრილებით  

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს თბილისში თავს დაესხნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს თბილისში, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს. კილაძის განცხადებით, თავდასხმა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
15:00-18:00
Partly cloudyfrom east27°C2.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30