01:19:17

ფირნიშები
Share |

საუდის არაბეთის უმსხვილეს სავაჭრო ქსელში ქართული ცხვრის ხორცი იყიდება

საუდის არაბეთის მეგა მარკეტების უმსხვილეს სავაჭრო ქსელ „Tamimi Markets“-ის დედაქალაქ რიადის ფილიალებში პირველად სარეალიზაციოდ განთავსდა ქართული ცხვრის დაფასოებული ხორცი. ერთი კილოგრამი ხორცის ფასი ნაჭრეების მიხედვით, 38.95-39.95 საუდური რეალი ღირს, რაც 25.90 ლარის ეკვივალენტია.

საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქართული ცხვრის ხორცის ექსპორტი საელჩოს მიერ ჩატარებული არაერთი ღონისძიებისა და ადგილობრივ ბიზნესმენებთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად განხორციელდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საუდის არაბეთში სოფლის მეურნებობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვედრებს გამართავს.

2016 წელს საქართველოდან ყატარსა და საუდის არაბეთში 11 800-მდე ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, რაც თანხობრივად დაახლოებით მილიონ დოლარს შეადგენს.



სხვა ამბები

რუსეთში სიღარიბის ზღვარზე 19.8 მილიონი მოქალაქე იმყოფება

რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის თანახმად, სიღარიბის ზღვარზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ 19.8 მილიონს მიაღწია, რაც 300 ათასით მეტია გასულ წელთან შედარებით. დაწვრილებით  

ყვარელში მაშველებმა თოვლში მოყოლილი ტურისტები გადაარჩინეს

მაშველებმა, ყვარლის რაიონში, დაღესტნის საზღვართან თოვლში მოყოლილი შვიდი ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ერთ-ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 21.02.18
06:00-12:00
Partly cloudyfrom west0°C0.4m/s
0mm
12:00-18:00
Cloudyfrom east4°C1.6m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom south-southeast4°C0.4m/s
0mm
ხუთშაბათი 22.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east5°C0.6m/s
0mm
პარასკევი 23.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast7°C1.2m/s
0mm
შაბათი 24.02.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-northwest5°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30