01:19:01

ფირნიშები
Share |

სოფელ აკურაში ვირების ფერმა გაიხსნა

თელავის რაიონის სოფელ აკურაში ფერმერმა სოსო კირვალიძემ ვირების ფერმა გახსნა. მას მეურნეობაში 16 ვირი ჰყავს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოსო კირვალიძემ უთხრა, მთავარი მიზანი ვირის რძის წარმოებაა.

„ვირების ფერმის გახსნის იდეა მე და ჩემ ძმას დაახლოებით ნახევარი წლის წინ გაგვიჩნდა. შემდეგ გავიგეთ, რომ საქართველოში ვირების ფერმა უკვე არსებობდა და ჩვენ გეგმებში უკეთ გასარკვევად მის მეპატრონესთან, თემურ ლომიძესთან წავედით გარდაბანში. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ სოფლებში 16 ვირი ვიყიდეთ. ვირების შოვნა ძალიან ჭირს.

საქართველოში ვირის რძის სასარგებლო თვისებების შესახებ ნაკლებად აქვთ ინფორმაცია და ვირს ძირითადად ტვირთის გადასაზიდად იყენებენ. ვირის რძე ევროპაში ძალიან ძვირადღირებული და სასარგებლო პროდუქტია. მას ძირითადად სამკურნალოდ და კოსმეტიკაში იყენებენ. მასში ცხიმიანობა ნაკლებია და 0.5%-ს შეადგენს.

ვირის რძის შეგროვება ძალიან რთულია, ცოტას იწველება და 40 სულამდე მაინც უნდა გავზარდოთ რაოდენობა, რომ წარმოება დავიწყოთ. ექსპორტზე გატანა ალბათ უფრო შორეული პერსპექტივაა და ახლა ჩვენი მთავარი მიზანია ადგილობრივი მომხმარებლები დავაკმაყოფილოთ. თავიდან მხოლოდ რძის წარმოებას ვაპირებთ. ამ მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ თემურ ლომიძესთან, რომელმაც ვირის რძე საკვებ პროდუქტად უკვე დაარეგისტრირა“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოსო კირვალიძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც კახეთის სოფლებში მათი ბიზნესის შესახებ შეიტყვეს, ვირის ფასი გაორმაგდა და 400–500 ლარი ღირს.



 

ამ თემაზე:

ვირის რძის წარმოების მიზნით, საქართველოში ვირების პირველი ფერმა გაიხსნა

თემურ ლომიძე ვირის ძეხვის საწარმოს გახსნას გეგმავს

სხვა ამბები

თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავში ბავშვი დაიბადა [Photos]

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავში, რომელიც გვინეის დედაქალაქ კონაკრიდან სტამბოლისკენ მიფრინავდა, ბავშვი დაიბადა. პატარა გოგონას დედა საფრანგეთის მოქალაქეა, რომელსაც სამშობიარო დახმარება თურქეთის ავიახაზების ბორტგამცილებლებმა გაუწიეს.

დაწვრილებით  

საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით 100-მდე სირიელმა მიმართა

საქართველოს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით 100-მდე სირიელმა მიმართა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის,  გიგა გიორგაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული თავშესაფრების სისტემა ამ რაოდენობის მიგრანტების მისაღებად და მათ დასახმარებლად მზად არის.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 21.02.18
06:00-12:00
Partly cloudyfrom west0°C0.4m/s
0mm
12:00-18:00
Cloudyfrom east4°C1.6m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom south-southeast4°C0.4m/s
0mm
ხუთშაბათი 22.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east5°C0.6m/s
0mm
პარასკევი 23.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast7°C1.2m/s
0mm
შაბათი 24.02.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-northwest5°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30