08:15:52

ფირნიშები
Share |

თონეების ოსტატი ავთანდილ მახათაძე სოფელ აფენიდან [Photos]

68 წლის ავთანდილ მახათაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში თონეებს ამზადებს. მეთონეობა ოჯახური ტრადიციაა. ოსტატი უკვე 53 წელია ამ საქმეს მისდევს. ავთანდილ მახათაძის მიერ დამზადებულ თონეებს ძირითადად საცხობები და ადგილობრივები ყიდულობენ. თონეები გასაყიდად დაღესტანშიც გააქვთ. თონეების ფასი მოცულობის მიხედვით, 50 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ავთანდილ მახათაძემ უთხრა, ქვევრის დასამზადებლად თიხა მთიდან ჩამოაქვთ. უკვე დამზადებულ თონეებს კი სპეციალურ ღუმელში 1000 გრადუსზე წვავენ. 

„თონეებს ჩემი დიდი პაპა საჩხერეში ამზადებდა, რომლისგანაც მამამ ისწავლა. მეც მთელი ბავშვობა ვსწავლობდი ამ საქმეს. უკვე 53 წელია თონეებს სოფელ აფენში ვამზადებ. თონის დამზადებას სპეციალური თიხა სჭირდება, რომელიც მთიდან ჩამოგვაქვს. თიხაზე მუშაობა მოზელით იწყება. თონეს ფორმის მიცემის შემდეგ ერთი კვირა ბუნებრივ ტემპერატურაზე გარეთ ვაშრობ, რომ წონა შეუმსუბუქდეს და ღუმელში გამოსაწვავად გატანა შევძლოთ. გამოწვას მთელი დღე ჭირდება. ერთდროულად რამდენიმე თონეს ვწვავთ. მოთხოვნა სამი ზომის თონეზეა. დიდ თონეებს საცხობები მიკვეთავენ, საშუალო თონეები ძირითადად დაღესტანში გადააქვთ“, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ავთანდილ მახათაძემ.

თონეების დამზადება ოჯახის ძირითადი შემოსავალია. ავთანდილ მახათაძის თქმით, გასულ წლებთან შედარებით ქვევრის მყიდველთა რიცხვი შემცირდა.

ავთანდილ მახათაძემ თონეების დამზადება შვილს ასწავლა და იმედი აქვს, რომ ოჯახურ ტრადიციას შთამომავლები გააგრძელებენ.



სხვა ამბები

სტოკჰოლმში სატვირთო მანქანა ხალხს დაეჯახა, დაღუპულია სამი ადამიანი

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში, ფეხით სასიარულო ცნობილ ქუჩაზე „დრუტნინგატანი“, სატვირთო მანქანა ხალხს დაეჯახა. დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი, რამდენიმე მათგანი კი დაშავდა. დაწვრილებით  

16 და 17 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 23.10.17
13:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom southwest12°C1.1m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast12°C0.9m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.8m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 10:00-16:00
Clear sky17°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30