23:53:51

ფირნიშები
Share |

თემურ ლომიძე ვირის ძეხვის საწარმოს გახსნას გეგმავს

ფერმერმა თემურ ლომიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში ვირების პირველი ფერმა გახსნა,  ვირის რძე საკვებ პროდუქტად დაარეგისტრირა. მისი თქმით, 100 და 150-მილიგრამიან ქილებში დაფასოებული ვირის რძე მაღაზიებში 2 თვეში გამოჩნდება. ფერმერი ვირის რძისგან ყველსაც აწარმოებს. ერთი ლიტრი ვირის რძე 60 ლარი, ერთი კილო ყველი კი 2 000 ლარამდე ეღირება.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თემურ ლომიძემ უთხრა, ვირის რძე ბავშვის საკვებად, მედიცინაში, ასევე კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. 

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ჩვენი რძის ვარგისიანობა სამმა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა. აღმოჩნდა, რომ თუ ევროპაში ცხიმიანობა 0.6% იყო, ჩვენთან ამ ციფრმა 0.5% შეადგინა. აღნიშნული შემოწმებების შედეგად ახლა მივიღეთ ნებართვა, რძე საკვებ პროდუქტად დაგვერეგისტრირებინა. აქამდე მხოლოდ ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ კომპანიებს ვაბარებდით ლიტრს 60 ლარად. ამჟამად ვირის რძის შეფუთვაზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ უკვე ბრენდირებული დაფასოებით მაღაზიებში 2 თვეში შევიტანთ. ჩვენთან ვირის რძეს ბავშვების სამკურნალოდ, ექიმების დანიშნულებით ყიდულობენ. ვირის რძე ყივანახველისთვის უებარი წამალია. ამჟამად ფერმას შეუძლია რძით ყოველდღიურად რამდენიმე ბაგა-ბაღი მოამარაგოს. მოხარული ვიქნებით, თუ ამ ინიციატივით, საზოგადოების გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროც დაინტერესდება და რძეს საბავშვო ბაღებში შეიტანენ. ფერმაში სულ 62 ვირი მყავს და მცირე წარმადობის გამო (20-25 ლ) პოლონურ კოსმეტიკურ და ფარმაცევტულ კომპანიას უარი ვუთხარი. დღეში 100 ლიტრი უნდოდათ. რძის წარმოებასთან ერთად გავაკეთებთ ყველს, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლო და დელიკატური პროდუქტია. ევროპაში ერთი კილო სახედრის ყველი 1 200 დოლარი ღირს“, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თემურ ლომიძემ.

მისივე თქმით, რძის წარმოების პარალელურად აქტიურად მუშაობენ სახორცე ჯიშის ვირის - ე.წ „შავცხვირას“ სელექციაზე. წლის ბოლოს კი ვირის ძეხვის საწარმოს გახსნას გეგმავენ.

„ფერმაში თითქმის ყველა სახედარი მაკედ არის და მაისის თვეში გააჩენენ. აქედან ნახევარი მამალი, ნახევარი კი დედალი ჩოჩორები იქნებიან. შესაბამისად, ამდენი მამალი სახედარი არ გვჭირდება ფერმაში და მათ ხორცს გამოვიყენებთ გადასამუშავებლად. ჩვენი დაკვირვებით, მეხორცულობის თვალსაზრისით საუკეთესო „შავცხვირა“ ჯიშია. საწარმოს გახსნის და პროდუქციის გამოშვების შემდეგ, მივმართავთ ისევ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემოწმების შედეგად დავარეგისტრირებთ ვირის ძეხვს. ევროპაში ვირის ხორცისგან დამზადებული ძეხვი დელიკატესად ითვლება და ძალიან ძვირი ღირს. ფასიდან გამომდინარე, ეს არ იქნება ფართო სეგმენტზე გათვლილი პროდუქტი. ძეხვს ალბათ სასტუმროებში შევიტანთ“, - აღნიშნა თემურ ლომიძემ.



სხვა ამბები

საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარება აიკრძალება

გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი აიკრძალება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განმარტებით, საქართველოში იმპორტირებული და წარმოებული ბიოდეგრადირებადი პარკები ევროპულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და არ ხდება მისი სრულად დეგრადირება.

დაწვრილებით  

კახეთში ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
04:00-06:00
CloudyNNW20°C0.4m/s
0mm
06:00-12:00
Rainfrom south-southeast19°C1.1m/s
3.5mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30