23:50:36

ფირნიშები
Share |

პრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა

დაგროვების ბარათი საპრეზიდენტო კამპანიის „მოითხოვე ქართული” პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ქართული პროდუქციის შეძენისას მასზე მომხმარებელს ბონუსქულები დაერიცხება.

„ქვეყნისათვის გადამწყვეტია ეროვნული წარმოების მეტად სტიმულირება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემს მიერ დაწყებული კამპანია „მოითხოვე ქართული”, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეროვნული ვალუტის გაძლიერებას. ამ პროექტის ფარგლებაში, ეროვნული წარმოების პოპულარიზაციის პარალელურად, ჩვენ შევქმენით დაგროვების ბარათი, რომელზეც მომხმარებელს ქულები ქართული პროდუქციის შეძენისას დაერიცხება. ამ ბარათის პირველი მფლობელები დღეს თქვენ გახდებით, - ასე, რომ მოგიწოდებთ “მოითხოვოთ ქართული”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოდის, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებიან. პარლამენტში იმყოფებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.





სხვა ამბები

სოფელ ართანას მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მთავრობას პეტიციით მიმართავენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მცხოვრებლები საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავენ. პეტიციის ხელმომწერები მდინარე დიდხევზე „ართანა ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ჰესი სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუქმნის საფრთხეს.

დაწვრილებით  

პატრიარქს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაიცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი დაცვის შემადგენლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
04:00-06:00
CloudyNNW20°C0.4m/s
0mm
06:00-12:00
Rainfrom south-southeast19°C1.1m/s
3.5mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30