21:51:02

ფირნიშები
Share |

ჩინეთში შესაძლოა ქართული ქალაქი და ქუჩა შეიქმნას

ჩინეთში შესაძლოა ქართული ქალაქი და ქუჩა შეიქმნას, - ამის შესახებ „საქმის კურსის“ ეთერში პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ განაცხადა. მან გადაცემაში ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ არსებობს იდეა, ჩინეთის შანდონის პროვინციაში, პატარა ქალაქ პინჯოუში მცირე მასშტაბის ქალაქი შეიქმნას, სადაც ქართული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქართველი ბიზნესმენები ქართულ ქუჩაზე რესტორნების, საცხობების და მაღაზიების გახსნას შეძლებენ.

„საუბარია ქართულ-ჩინური სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება არამხოლოდ ქართული ღვინო, არამედ ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რომელსაც საქართველო აწარმოებს. საუბარია იმაზე, რომ შეიქმნას პატარა ქალაქი. არ არის საუბარი დიდ მასშტაბებზე, განიხილება პატარა მასშტაბები და ქართული ქუჩა, სადაც ქართველ ბიზნესმენებს შეეძლებათ რესტორნის გახსნა. ამასთან, შესაძლებელია ადგილზე საცხობები და მაღაზიები გაიხსნას.

ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარიმართა ბინჯოუს მერთან, შექმნილია სავაჭრო პალატა, მის ხელმძღვანელთან გვქონდა შეხვედრა, სადაც გაიჟღერა იდეამ, რომ ჩინური მხარე მზად არის, ყველა შესაძლებლობა შეუქმნას ქართულ მხარეს, იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია წარმოჩინდეს“,- განაცხადა მაია მელიქიძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1 794 200 ბოთლი ღვინო, რაც 383%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.



სხვა ამბები

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში პედაგოგებს გამოკვლევებს უფასოდ ჩაუტარებენ

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში „ჰელსიკორი“ პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გასინჯვის აქცია გაიმართება. აქციის ფარგლებში კარდიოლოგისა და ანგიოლოგიის კონსულტაციებთან ერთად ყველა პედაგოგს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაიტაროს კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლძარღვთა დუპლექსონოგრაფია და ექოკარდიოსკოპია). დაწვრილებით  

ინდოეთის შტატში ძროხის მოკვლა სამუდამო პატიმრობით დაისჯება

ინდოეთის შტატ გუჯარათში, ადგილობრივ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ძროხის მოკვლა სამუდამო პატიმრობით დაისჯება, საქონლის ხორცის ტრანსპორტირებაში ბრალდებულისთვის კი 10-წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
02:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30