20:40:41

Share |

გასული წლის სამ თვესთან შედარებით ღვინის ექსპორტი 85%–ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14 199 018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 85%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 32,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 77%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 8 987 745, ჩინეთი -1 794 200, უკრაინა - 1 305 508, პოლონეთი - 561 294  დაყაზახეთი - 473 515 ბოთლი.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 383% (1 794 200), ისრაელი - 333% (42 570), რუსეთი - 120% (8 987 745), კანადა - 55% (34 650), პოლონეთი - 27% (561 294), გერმანია - 22% (98 926), უკრაინა - 20% (1 305 508), აშშ - 7% (66 714), ლატვია - 5% (255 896).

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 302 962 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 51%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  8,7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  71%-ს აღწევს.

პირველ კვარტალში ექსპორტირებულია 46 990 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ 142% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 137 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 114%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 58,5  მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა - ზრდამ 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 76% შეადგინა.



ფირნიშები

სხვა ამბები

ქუთაისის მერის მეუღლის ავტომანქანა გაქურდეს

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მეუღლეს ავტომანქანის სარკეები მოპარეს. შემთხვევა გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა, სადაც ქალაქის მერი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ქუთაისის მერის მეზობლების თქმით, თვენახევრის წინ, უცნობმა პირებმა ამავე მანქანის საბურავები დაჭრეს. დაწვრილებით  

ქიბარ ხალვაში - სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი

სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის შესაძლო გაყიდვის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 01.05.17
01:00-06:00
Clear skyNNW14°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west13°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
ხუთშაბათი 04.05.17 10:00-16:00
Rain showers17°C1.3m/s
1.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30