17:29:20

ფირნიშები
Share |

ტიბაანელი ჯემალ ხატიაშვილი ყველს თათარაში აძველებს [Photos]

19 წლის ჯემალ ხატიაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში მდებარე საწარმოში „ბუტრანას“ 6 სახეობის ყველს აწარმოებს. ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა მეწარმემ თათარაში დავარგებული ყველი გამოუშვა, რომელიც ბადაგის არომატით და მოტკბო გემოთი გამოირჩევა. ხატიაშვილების ოჯახი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ყველს მსგავსი ტექნოლოგიით აწარმოებს.

საწარმოში ყველს ასევე აძველებენ საფერავში,(რომელსაც დამატებული აქვს ფრანგული ყველის კამემბერის კეთილშობილი ობი), ქვევრის რქაწითელში, თაფლში და ბროწეულის წვენში. იქვე აწარმოებენ სულგუნს.

ჯემალ ხატიაშვილის მიერ წარმოებული ყველი თბილისში, ყველის სახლში (ფალიაშვილის N7-ში, ღვინის მარანში (გრიბოედოვის N18-ში, ქართულ ნატურალურ ნობათში (ღამბაშიძის N2ა და პაპარიკაში (ნუცუბიძის N82-ში) იყიდება.

„ბუტრანას“ ყველის ასორტს ახალი სახეობა შეემატა, რომელიც აქამდე არავის სმენია, არ უნახავს და არც დაუგემოვნებია - ეს არის თათარაში დავარგებული ყველი. სულგუნამდე არმისულ ყველს სამი დღის განმავლობაში ვაშრობთ, რის შემდეგაც ვხარშავთ ბადაგს და თათარაში ჩურჩხელასავით ვავლებთ. ამოვლების შემდეგ ყველი თათარის კანს იკეთებს და სამი დღე ვაშრობთ. თათარას, რომელშიც ყველი ამოივლება, ჩვენ ვენახში მოყვანილი ნატურალური ყურძნის წვენისგან კეთდება. ყველს პიკანტური ბადაგის არომატი და მოტკბო გემო აქვს, რომელიც უნიკალურია მსოფლიოში. ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ბროწეულის წვენში ყველის დაძველება“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჯემალ ხატიაშვილმა.

მეწარმე საკუთარ ვენახში მოყვანილი ყურძნით ღვინოს და ყურძნის მურაბასაც აწარმოებს. ბიზნესის წარმოების პარალელურად ჯემალ ხატიაშვილი უნივერსიტეტში სწავლობს.

იგი შემოდგომაზე ვაკუუმში შეფუთული სუფრის ყურძნის წარმოებას გეგმავს.



სხვა ამბები

თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით მოქალაქეები ეთერ გ. და მურმან რ. დააკავეს. დაწვრილებით  

საჯარო რეესტრში ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის ახალი აპლიკაცია შეიქმნა

აპლიკაცია Geo-Jobs მისამართის შესახებ არსებული გეომონაცემების ელექტრონული რუკის სახით, დისტანციურად გამოყენების შესაძლებელობას იძლევა. მისი საშუალებით, მომხმარებლებს გეოგრაფიული ინფორმაციის გამოყენება და კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის ნახაზის შექმნის შეუძლიათ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30