19:58:38

ფირნიშები
Share |

ქუთაისში აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა დაიწყო

ქუთაისში აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობა დაიწყო. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა 364 დღეში  იქნება შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რკინიგზისა და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ქუთაისს, გახდეს მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ცენტრი.

„ქუთაისის აეროპორტი, ამ სადგურთან ერთად, გახდება ის უმნიშვნელოვანესი ცენტრი, სადაც ჩვენი ყველა თანამოქალაქე, რომელიც მოინდომებს, ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაუროს ევროპაში დღეს უკვე უვიზოდ, ისარგებლებს თანამედროვე, კომფორტაბელური „სტადლერის“ მატარებლით. ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ყველა მოგზაური აქედან რამდენიმე საათში შეძლებს, მოხვდეს საქართველოს ნებისმიერ წერტილში - იქნება ეს ჩვენი მთის თუ ზღვის კურორტები“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ასევე დაგეგმილია სხვა მცირე აეროპორტების მშენებლობა და დაწყებულია პროექტირება სამხრეთ საქართველოში. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა რიკოთის საავტომობილო გზის მასშტაბურ პროექტზე, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ქუთაისში ჩასვლა 2 საათში იქნება შესაძლებელი.

გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დროის ათვლის დაფა ჩართო, რომელზეც რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაა მითითებული.



სხვა ამბები

ვაზისუბანში სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის წინ განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. წაღებული თანხის ოდენობა ჯერ უცნობია.

დაწვრილებით  

დედაზე ძალადობაში ბრალდებულს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast4°C1.6m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom south-southeast2°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30