09:57:30

ფირნიშები
Share |

მარტში ტურისტების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა

2017 წლის მარტის თვის მონაცემებით, საქართველოს 511 045 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 59 308-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +13.1%).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 219 642 შეადგინა, რაც 48 807-ით მეტია 2016 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +28.6%).

2017 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11.1%), სომხეთიდან (+11.2%), თურქეთიდან (-17.1%), რუსეთიდან (+16.5%) და ირანიდან (+194.8%) განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მარტში გამოირჩნენ პოლონეთი +39%, საფრანგეთი +38, გერმანია +19%, საბერძნეთი +18% და ლიტვა +17%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +195%, ინდოეთი +182%, ეგვიპტე +119%, უზბეკეთი +97% და ისრაელი +93%.

2017 წლის იანვარი - მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1 266 125 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 129 419-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +11.4%)-ია.

იანვარი - მარტის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 513 643 შეადგინა, რაც 105 121-ით მეტია 2016 წლის იანვარი - მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +25.7%).

2017 წლის იანვარ - მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+4.2%), სომხეთიდან (+15.3%), თურქეთიდან (-13.7%), რუსეთიდან (+28.2%) და ირანიდან (+236.8%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - მარტში გამოირჩნენ პოლონეთი +34%, გერმანია +28%, საფრანგეთი +27% და გაერთიანებული სამეფო +16%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +237%, ინდოეთი +155%, უზბეკეთი +147%, ქუვეითი +127%, ეგვიპტე +104% და ისრაელი +80%.





სხვა ამბები

ერთ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 48 ადამიანი გარდაიცვალა და 1400-მდე პირი დაშავდა

2017 წლის იანვრის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებში 48 ადამიანი გარდაიცვალა, სხეულის დაზიანება კი დაახლოებით 1400-მდე პირმა მიიღო, - ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა. დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი მაჩვენებებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს.

დაწვრილებით  

ვარდების მოედანი 13:00-დან 18:00 საათამდე გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატის (TCR International Series) 2017 წლის სეზონში მონაწილე ავტომობილების გამოფენა/მსვლელობასთან დაკავშირებით, 30 მარტს, ვარდების მოედანი 13:00-დან 18:00 საათამდე გადაიკეტება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
14:00-18:00
Fairfrom east-southeast9°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30